×
ჯანმრთელობა და ჰიგიენა
დეზინფექცია
ვეტერინარია
აგრონომია
სერვისები
აპარატები
elixir

თევზისთვის

10 GEL
პროდუქტის კოდი
4860114170138

აირჩიეთ მოცულობა:

ფასი
10 GEL
დეტალური აღწერა:

„ელექსირი თევზისათვის“ არის თევზსაშენებისთვის საწარმოო წყლის გაუსნებოვნებისთვის განკუთვნილი პროდუქტი. საწარმოო ინფრასტრუქტურისა და ზოგადად გარემოს დაბინძურება განაპირობებს სხვადასხვა ბაქტერიული თუ ვირუსული წყლისმიერი ინფექციის გავრცელებას, რაც გამოწვეულია როგორც ბაქტერიების თვითჩასახვით, ასევე დაბინძურებულ წყალთან სხვადასხვა სახის კონტაქტით. შედეგად თევზსაშენებში ზოგჯერ თევზის საკვებიდანაც კი გვხვდება: E.Coli., სალმონელა, ენტეროკოკი და სხვა ცოცხალი მავნე მიკროორგანიზმები, რომელთა წინააღმდეგ „ელექსირის“ ეფექტურობა დასტურდება ლაბორატორიული კვლევებით.

"ელექსირის" დეზინფექტანტი კლავს სტაფილოკოკს და ენტეროკოკს
"ელექსირი" კლავს სალმონელას და E.coli-ს 


„ელექსირი“ მოქმედებს, როგორც თევზის საწარმოო გარემოს გაუმჯობესების და თევზის გაჯანსაღების საშუალება, ხელს უწყობს მის ჯანსაღ ზრდა-განვითარებას და ზოგადად იმუნიტეტის გაძლიერებას.

„ელექსირი“ თევზსაშენ მეურნეობებში უზრუნველყოფს:

  • მავნე მიკროორგანიზმების განადგურების ხარჯზე საწარმოო წყლის მკვეთრად გაუმჯობესებულ ხარისხს;
  • ეკოლოგიურად სუფთა ბიო პროდუქტის მიღებას;
  • სიკვდილიანობის მკვეთრ შემცირებას.

შემადგენლობა:  ელექტროაქტივირებული სითხე – 99.95%; ქვექლოროვანი მჟავა HOCl - 0.05%, 

გამოყენების ინსტრუქცია თევზის საწარმოო წყლის გაუსნებოვნებისათვის:

პრევენციისთვის: განაზავეთ „ელექსირი თევზისათვის“ 1:1000 (1ლ „ელექსირი“-1000ლ წყალი) პროპორციით.

ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, პროდუქტი არ კლასიფიცირდება ჯანმრთელობისათვის საშიშ ნივთიერებად. გამოყენებისას არ საჭიროებს სხეულის სპეციალურ დაცვას.

გაფრთხილება: კანზე მოხვედრისას ჩამოიბანეთ. პირის ღრუში ან სასუნთქ გზებში მოხვედრისას გამოივლეთ და მიიღეთ დიდი ოდენობით სასმელი წყალი. მომეტებული მგრძნობელობისას მიმართეთ ექიმს. არ შეიძლება პროდუქტის დალევა ან მიზანმიმართული შესუნთქვა.

ვარგისიანობა: 12 თვე; გახსნიდან: 3 თვე

პროდუქტი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში +4-+25C ტემპერატურაზე, მზის ან/და ხელოვნური სინათლისგან მოშორებით მჭიდროდ დახურული თავსახურით.

დოკუმენტაცია:

ვეტერინარიის პროდუქტების კატალოგი

უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი

გაზიარება: