×
ჯანმრთელობა და ჰიგიენა
დეზინფექცია
ვეტერინარია
აგრონომია
სერვისები
აპარატები
elixir

ელექსირი ხელისა და სხეულის დეზინფექტანტი

10 GEL
პროდუქტის კოდი
4860114170510

აირჩიეთ მოცულობა:

ფასი
10 GEL
დეტალური აღწერა:
„ხელისა და სხეულის დეზინფექტანტი“ არის ადამიანისთვის უვნებელი და ეკოლოგიურად სუფთა/ბიო პროდუქტი, რომელიც სერტიფიცირებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს / დაავადებათა კონტროლის ცენტრის და რეგისტრირებულია ევროკავშირის ქიმიური სააგენტოს ბიოციდთა ნუსხაში.
უპირატესობები
  • ხელისა და სხეულის საიმედო და სწრაფი დეზინფექციის უზრუნველყოფა.
  • ანადგურებს მავნე ბაქტერიებს, სოკოებს, ვირუსებს და მათ სპორებს, როგორებიცაა: (Enterobacter, Escherichia, Klebsiella, Salmonella, Staphylococcus, Enterococcus, Candida albicans, HBV, HIV, HCV, Herpes simplex, influenza A, SARS Coronavirus, Adenovirus, etc.)
  • ატენიანებს კანს და იცავს გაღიზიანებისა და გამოშრობისგან
  • შესაფერისია ჰიგიენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში როგორიცაა ჯანდაცვა, მრეწველობა, ჰიგიენის დაცვა სახლის პირობებში, საექთნო საქმე, ჩვილთა მოვლა;
  • არ აღიზიანებს კანს, თვალებს და ლორწოვან გარსს
  • არ შეიცავს სპირტს, მავნე საღებავებს, არომატიზატორებს და სხვა ალერგიულ ნივთიერებებს.
  • დამზადებულია საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით

გამოიყენება:

  • კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებში
  • სამედიცინო დაწესებულებებში
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში
  • კვების გადამამუშავებელ მრეწველობაში
  • კვების ობიექტებში (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები)
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებში (საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში)
  • პენიტენციალურ დაწესებულებებში
  • ლაშქრობებში და მოგზაურობისას

შემადგენლობა:   ელექტროაქტივირებული სითხე 99.99%, ქვექლოროვანი მჟავა HOCl - 0.01%,

გამოყენების წესი: დაისხურეთ და გადაინაწილეთ თანაბრად კანის ზედაპირზე 20-30 წამის განმავლობაში,  დამუშავების პროცესში სხეულის ზედაპირი მთლიანად უნდა იყოს დატენიანებული სითხით. არ საჭიროებს ჩამობანვას, დაელოდეთ შეშრობას.

პერსონალური უსაფრთხოება: არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სასუნთქი გზების, ხელების, თვალების და სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.

პირველადი დახმარება: პირის ღრუში მოხვედრისას, რამდენჯერმე გამოივლეთ დიდი რაოდენობის სასმელი წყალი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

შენახვის პირობები: შეინახეთ თავდახურულ, ორიგინალ ჭურჭელში, მოარიდეთ მზის სხივებს.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 25 °C-მდე.
გაფრთხილება: მომატებული მგრძნობელობისას (კანის გაწითლება, ქავილის შეგრძნება) გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
შენახვის ვადა: 1 წელი, გახსნიდან 3 თვე.


დოკუმენტაცია:
დეზინფექციის პროდუქტების კატალოგი

საფრთხოების მონაცემთა ფურცელი
"ელექსირი" ხელის ჰიგიენა კლავს კორონავირუსს
"ელექსირი" ხელის ჰიგიენა კლავს სტაფილოკოკს და ენტეროკოკს

გაზიარება: