ცხოველების დეზინფექციისთვის
კოდი : 4860114170091
ფასი : 10 ლარი
აღწერა
1 ლიტრი
 
მადეზინფეცირებელი პრეპარატი ცხოველების გარეგანი და მათთვის განკუთვნილი სადგომი შენობის და ინვენტარის დამუშავებისთვის.
 
პრეპარატს გავლილი აქვს რეგისტრაცია ლ. საყვარელიძის დაავადებათა კონტრილისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში: სერთიფიკატი "ელექსირი დეზინფექციისთვის"
 
 
„ელექსირი ცხოველების დეზინფექციისთვის“ არის ავსტრიული ტექნოლოგიით საქართველოში დამზადებული ინოვაციური,  რომელიც გამოიყენება ცხოველთა გარეგანი დამუშავებისთვის. ეფექტურია სადგომი შენობის დეზინფექციისთვის, ტექნოლოგიური აღჭურვილობის, საკვებდამამზადებელი ადგილების და სხვა დამხმარე ობიექტების ზედაპირების სანიტარული დამუშავებისთვის 30-40 %  ხსნარის სახით.
 
 
შედეგიანობა:
  • ცხოველის გარეგანი გასუფთავება მავნე მიკროორგანიზმებისგან;
  • ხელს უწყობს ნაკაწრების და კანის სხვა დაზიანებების აღმოფხვრას;
  • აფრთხობს და იცავს ცხოველებს მავნე სისხლისმწოველი, მკბენარი მწერებისგან;
  • ახდენს ცხოველთა სადგომების  დეზინფექციას ქლორის მძიმე სუნის გარეშე;
  • ტოქსიკური ნაერთების წარმოქმნის არიდებით ასუფთავებს და იცავს ტექნოლოგიური აღჭურვილობის, საკვებდამამზადებელი ადგილების და სხვა დამხმარე ობიექტების ზედაპირებს სხვადასხვა სახეობის პათოგენებისგან;
  • ახასიათებს ფართო მოქმედების სპექტრი ვირუსების, უმარტივესების, ბაქტერიების და სოკოების სპორების მიმართ;
  • მძლავრი სპორაციდული საშუალება (Giardia (ლამბლია), Cryptosporidium);
  • ახდენს ბაქტერიული აპკების და სხვა ბიოლოგიური ნადების სწრაფ მოშორებას;
  • არ აღიზიანებს ცხოველების კანს, თვალებს და ლორწოვან გარსს არატოქსიკური გვერდითი პროდუქტების წარმოქმნით (ქლორიდები - Cl-, ქლორიტები - ClO2-,  ქლორატები - ClO3-);
  • არ იწვევს მეტალური ზედაპირების კოროზიას (დაჟანგვას)
 
შემადგენლობა: გამჭვირვალე, უფერო სითხე ქლორის მსუბუქი სუნით. წყალხსნარი შეიცავს: NaClO – 0.02 % , HClO – 0.01%.
 
დოზირება: განაზავეთ 30-40% კონცენტრაციით
 
გამოყენების წესი:
განზავებული ხსნარი შეასხურეთ ცხოველის  გარედან მთლიან სხეულზე;
განზავებული ხსნარით დაამუშავეთ ცხოველის სადგომ შენობაში და  ტექნოლოგიური აღჭურვილობის, საკვებდამამზადებელი ადგილების და სხვა დამხმარე ობიექტების ზედაპირები  20-25 სმ დაშორებიდან ზედაპირის სრულ დაფარვამდე. დააყოვნეთ 10 წუთი. ჩამორეცხვა არ არის აუცილებელი.
 
შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
 
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 30 °C-მდე.
 
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).

გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით
 
შეუკვეთე ზარი