კვების მრეწველობაში ჭურჭლის დეზინფექციისთვის
კოდი : 4860114170572
ფასი : 10 ლარი
აღწერა
1 ლიტრი

 

კვების მრეწველობაში ჭურჭლის დეზინფექციისთვის, ჰიგიენის უზრუნველყოფისთვის და სანიტარიზაციისთვის.


„ელექსირი კვების მრეწველობაში ჭურჭლის დეზინფექციისთვის"
არის ინოვაციური, ადამიანისთვის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. დამზადებულია საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიით.
გაზობრივი ქლორის, ქლორის დიოქსიდის, ოზონის და სხვა სადეზინფექციო საშუალებების ეფექტური ჩამნაცვლებელი. ტოქსიკური ნაერთების წარმოქმნის არიდებით კვების მრეწველობაში გამოსაყენებელ რეაქტორებს, მილებს და სხვა ჭურჭელს პათოგენური მიკროორგანიზმებისგან ასუფთავებს კოროზიის გარეშე, შლის ბაქტერიულ აპკებს.



შედეგიანობა
:

  • მუდმივი დეზინფექცია რეზისტენტული პათოგენების გაჩენის გარეშე;
  • ეფექტურად ებრძვის კვების მრეწველობისთვის დამახასიათებელ სოკოებს, ბაქტერიებს და მათ სპორებს;
  • საიმედო დაზღვევა ჭურჭლის არასასურველი სუნისგან და ბიოაპკებისგან;
  • CIP-სისტემით რეცხვა კოროზიის არიდებით;
  • რეაქტორების, მილების და სხვა ინვენტარის ზედაპირების გასუფთავება დაზიანებების გარეშე;
  • უვნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის არატოქსიკური გვერდითი პროდუქტების წარმოქმნით (ქლორიდები - Cl-, ქლორიტები - ClO2-, ქლორატები - ClO3-);
  • არ საჭიროებს ჩამორეცხვას და არ გამოისახება პროდუქციის ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებზე;
  • გამოიყენება სანიტარული ნორმების შენარჩუნების მიზნით რძის და გამაგრილებელი სასმელების წარმოებაში, მეღვინეობაში, ლუდსახარშებში, საცხობებში, ცხოველის პირველადი დამუშავების საწარმო/სასაკლაოებში.

 

შემადგენლობა:გამჭვირვალე, უფერო სითხე ქლორის მსუბუქი სუნით. წყალხსნარი შეიცავს: NaClO - 0.12% , HClO - 0.15%.

დოზირება: შეურიეთ წყალში 3 % ხსნარის მისაღებად (3 ლ კონცენტრატი 100 ლ წყალზე).

გამოიყენეთ უშუალოდ განზავებული ხსნარით გამოვლების ან ზედაპირზე შესხურების სახით.

პერსონალური უსაფრთხოება: არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სასუნთქი გზების, ხელების, თვალების და სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.
პირველადი დახმარება: კანზე მოხვედრისას, ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით. პირის ღრუში მოხვედრისას, რამდენჯერმე გამოივლეთ დიდი რაოდენობის სასმელი წყალი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 30 °C-მდე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).

გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით.

 

 

 

 

შეუკვეთე ზარი