ზედაპირების დეზინფექციისთვის (1 ლიტრი)
კოდი : 4860114170534
ფასი : 15 ლარი
აღწერა
1 ლიტრი
სადეზინფექციო საშუალება სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფისთვის.
 
პრეპარატს გავლილი აქვს რეგისტრაცია ლ. საყვარელიძის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში: იხილეთ დოკუმენტაცია
 
 
„ელექსირი ზედაპირების დეზინფექციისთვის“ არის ინოვაციური, ადამიანისთვის უვნებელი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. დამზადებულია საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგით.
ტოქსიკური ნაერთების წარმოქმნის არიდებით ასუფთავებს და იცავს ზედაპირებს სხვადასხვა სახეობის პათოგენებისგან, კლავს ბაქტერიულ სპორებს და სოკოებს. იდეალურად გამოსადეგია სამედიცინო, ყაზარმულ და პენიტენციალურ დაწესებულებებში, ბაღში, სკოლაში, კინოთეატრში, სასტუმროში, კაზინოში  შიდა სივრცეების და საერთო საძინებლების ზედაპირების დეზინფექციისთვის.
 
შედეგიანობა:
 
  • ახდენს სამედიცინო, ყაზარმულ და პენიტენციალურ დაწესებულებებში ზედაპირების  დეზინფექციას ქლორის მძიმე სუნის გარეშე;
  • ახასიათებს ფართო მოქმედების სპექტრი ვირუსების, უმარტივესების, ბაქტერიების და სოკოების სპორების მიმართ;
  • მძლავრი სპორაციდული საშუალება (Giardia (ლამბლია), Cryptosporidium);
  • ახდენს ბაქტერიული აპკების და სხვა ბიოლოგიური ნადების სწრაფ მოშორებას;
  • არ აღიზიანებს კანს, თვალებს და ლორწოვან გარსს არატოქსიკური გვერდითი პროდუქტების წარმოქმნით (ქლორიდები - Cl-, ქლორიტები - ClO2-,  ქლორატები - ClO3-);
  • არ იწვევს მეტალური ზედაპირების კოროზიას (დაჟანგვას)
 
შემადგენლობა: გამჭვირვალე, უფერო სითხე ქლორის მსუბუქი სუნით. წყალხსნარი შეიცავს: NaClO – 0.02 % , HClO – 0.01%.
 
გამოყენების წესი: განზავებული ხსნარი შეასხურეთ ზედაპირზე 20-25 სმ დაშორებიდან ზედაპირის სრულ დაფარვამდე. დააყოვნეთ 10 წუთი. ჩამორეცხვა არ არის აუცილებელი.
 
შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
 
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 30 °C-მდე.
 
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).
გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით
 
შეუკვეთე ზარი