სველი წერტილების სანიტარიზაციისთვის
კოდი : 4860114170206
ფასი : 10 ლარი
აღწერა
1 ლიტრი

სადეზინფექციო საშუალება ჰიგიენის უზრუნველყოფისთვის და სანიტარიზაციისთვის.

დანიშნულება: „ელექსირი სველი წერტილების სანიტარიზაციისთვის“ არის ინოვაციური, ადამიანისთვის უვნებელი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. დამზადებულია საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიით. ქლორის საფუძველზე დამზადებული სხვა სანიტარული საშუალებების ეფექტური და უსაფრთხო ჩამნაცვლებელი. ტოქსიკური ნაერთების წარმოქნის არიდებით ასუფთავებს და იცავს სველ წერტილებში არსებულ ზედაპირებს სხვადასხვა სახეობის პათოგენებისგან, ებრძვის სადრენაჟე არხებიდან (ტრაპები) გამოპარულ არასასიამოვნო სუნს, კლავს ბაქტერიულ სპორებს და სოკოებს. გამოიყენება სამედიცინო, ყაზარმულ, პენიტენციალურ დაწესებულებებში, სასკოლო და ბაგა-ბაღებში, სასტუმროებში, საზოგადოებრივი კვების ობიქტებში, რესტორნებში, კაფე-ბარებში, საზოგადოებრივ ტუალეტებში არსებული სველი წერტილების სანიტარიზაციისთვის. ახდენს წარმოქმნილი არასასიამოვნო სუნის გაქრობას.

შედეგიანობა:
• ახდენს სველი წერტილების სანიტარიზაციას ქლორის მძიმე სუნის გარეშე;
• ებრძვის სადრენაჟე არხებიდან (ტრაპები) გამოპარულ არასასიამოვნო სუნს;
• ყოველდღიური დეზინფექცია რეზისტენტული პათოგენების გაჩენის გარეშე;
• ახასიათებს ფართო მოქმედების სპექტრი ბაქტერიებსა და მათი სპორების, სოკოების, ვირუსების და უმარტივესების მიმართ;
• მძლავრი სპორაციდული საშუალება (Giardia (ლამბლია), Cryptosporidium) სხვა სადეზინფექციო საშუალებებთან შედარებით;
• ახდენს ბაქტერიული აპკების და სხვა ბიოლოგიური ნადების სწრაფად მოშორებას;
• უვნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის არატოქსიკური გვერდითი პროდუქტების წარმოქმნით (ქლორიდები - Cl-, ქლორიტები - ClO2-, ქლორატები - ClO3-).

გამოყენება და დოზირება: ტრაპიდან ამომავალ არასასიამოვნო სუნთან ბრძოლა: 0,5 ლიტრი განუზავებელი კონცენტრატი ჩაასხით ტრაპში (ქრომირებულ ტრაპში ჩაასხით 0,5 ლიტრი კონცენტრატი და 0,5 ლიტრი ჩვეულებრივი ონკანის წყლის ერთი ლიტრი ნაზავი ხსნარი). იმ შემთხვევაში, თუ სუნის წარმოქმნის არეალი დიდია, შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე დღის განმავლობაში სუნის სრულ გაქრობამდე. სველი წერტილების ზედაპირების და იატაკის დამუშავება: შეურიეთ ჩვეულებრივ ონკანის წყალში წყალში 10-15% ხსნარის მისაღებად (1,5 ლ კონცენტრატი 10 ლ წყალზე). მიღებული ხსნარი შეასხურეთ ზედაპირზე პულვილიზატორის მეშვეობით ზედაპირის სრულ დაფარვამდე. იატაკებზე ძირითადი ჭუჭყის მოშორების შემდეგ, დაასველეთ ტილო ხსნარში და საფუძვლიანად წაუსვით.

შეზღუდვა: განზავებისას არ არის თავსებადი სხვა ნივთიერებებთან.
შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.

შენახვის ტემპერატურა:
+ 4 °C-დან + 30 °C-მდე. გახსნის შემდეგ კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალურ ჭურჭელში მჭიდროდ მოჭერილი თავსახურით.

პერსონალური უსაფრთხოება: არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სასუნთქი გზების, ხელების, თვალების და სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.
პირველადი დახმარება: კანზე მოხვედრისას ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით. პირის ღრუში მოხვედრისას . რამდენჯერმე გამოივლეთ დიდი რაოდენობის სასმელი წყალი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
შემადგენლობა: გამჭვირვალე, უფერო სითხე ქლორის მსუბუქი სუნით.
წყალხსნარი შეიცავს: NaClO - 0.10% , HClO - 0.18%.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).
შეუკვეთე ზარი