აუზებისთვის (5 ლიტრი)
კოდი : 4860114170367
ფასი : 41 ლარი
აღწერა
სადეზინფექციო ბიო პრეპარატი აუზებში  წყლის გასუფთავების და გაუსნებოვნებისთვის

„ელექსირი აუზებისთვის" არის ინოვაციური, ადამიანისთვის უსაფრთხო და მაღალტექნოლოგიური ბიო პროდუქტი, დამზადებული საქართველოში, ევროპული ტექნოლოგიით. ტოქსიკური ნაერთების წარმოქნის არიდებით ასუფთავებს და აუსნებოვნებს აუზის წყალს, კლავს ბაქტერიულ სპორებს და სოკოებს, აშორებს ბაქტერიულ აპკებს აუზის კედლებიდან. ანაცვლებს ქლორს და სხვა ქიმიურ პრეპარატებს. გამოყენება ხდება მარტივად და უსაფრთხოდ.





შედეგიანობა:
  • ახდენს მყისიერ დეზინფექციას და წყლის გაუსნებოვნებას ქლორის მძიმე სუნის გარეშე;
  • ახასიათებს ფართო მოქმედების სპექტრი ბაქტერიებსა და მათი სპორების ვირუსების  და უმარტივესების მიმართ;
  • მძლავრი სპორაციდული საშუალება (Giardia (ლამბლია), Cryptosporidium) სხვა სადეზინფექციო საშუალებებთან შედარებით;
  • საიმედო დაზღვევა წყლის არასასურველი სუნისგან;
  • არ აღიზიანებს კანს, თვალებს და ლორწოვან გარსს;
  • არ იწვევს მეტალური ზედაპირების კოროზიას (დაჟანგვას).
 
შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული წყალი NaClO - 0.10-0.18% , HClO - 0.11-0.18%.
დოზირება: შეურიეთ წყალში 0.1% ხსნარის მისაღებად (1 ლ კონცენტრატი 1000 ლ წყალზე). წყლის დაბალი ხარისხის შემთხვევაში გამოიყენეთ 0.3-0.5% ხსნარი.

პერსონალური უსაფრთხოება: არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სასუნთქი გზების, ხელების, თვალების და სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.
პირველადი დახმარება: კანზე მოხვედრისას, ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით. პირის ღრუში მოხვედრისას, რამდენჯერმე გამოივლეთ დიდი რაოდენობის სასმელი წყალი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 30 °C-მდე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).

გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით.