კოღოს საწინააღმდეგოდ
კოდი : 4860114170602
ფასი : 10 ლარი
აღწერა
100 მილილიტრი

 

სისხლისმწოველი მწერების (კოღო, ტკიპა, ტილი, რწყილი, ბაღლინჯო) საწინააღმდეგო საშუალება, რეპელენტი.


„ელექსირი კოღოს საწინააღმდეგოდ“ არის ინოვაციური, ადამიანისთვის უვნებელი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. დამზადებულია საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიით. არ შეიცავს მავნე დანამატებს და  დერმატოლოგიურად უვნებელია.








შედეგიანობა:

  • აფრთხობს სისხლისმწოველ მწერებს;
  • ახდენს მწერების ნაკბენის პრევენციას და წარმოადგენს პირველად დახმარების საშუალებას;
  • მწერების და მედუზების ნაკბენით გამოწვეული დისკომფორტის და ქავილის დაამება;
  • კოღოს ნაკბენის შემთხვევაში ამცირებს შეშუპებას და ხსნის ქავილის შეგრძნებას;
  • შემთხვევითი მოფხანვის შემთხვევაშიც იცავს ნაკბენ ადგილს პათოგენური მიკროორგანიზმებისგან;

 

შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული წყალი NaClO ≈ 0.19 % , HClO ≈ 0.12%.
გამოყენების წესი: კონცენტრატი თხელი ფენით რამდენჯერმე შეასხურეთ სხეულის ღია ნაწილებზე ან ნაკბენის ადგილას. ბოლომდე შეაშრეთ სითხე და არ ჩამოიბანოთ. შესაძლებელია პროცედურის გამეორება რამდენიმეჯერ.

შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ტემპერატურა: + 4°C-დან + 30°C-მდე. გახსნის შემდეგ კონცენტრატი შეინახეთ არა უმეტეს 6 თვისა ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით.

პერსონალური უსაფრთხოება: არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სასუნთქი გზების, ხელების, თვალების და სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.
პირველადი დახმარება: კანზე მოხვედრისას, ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით. პირის ღრუში მოხვედრისას, რამდენჯერმე გამოივლეთ დიდი რაოდენობის სასმელი წყალი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

შეინახეთ ბავშვებისთვის და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

თვალში მოხვედრის შემთხვევაში ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).

 

 

შეუკვეთე ზარი