ჭურჭლის გამოსარეცხად
კოდი : 4860114170626
ფასი : 10 ლარი
აღწერა
1 ლიტრი


კვების ობიექტებსა და კვების მრეწველობაში გამოყენებული ჭურჭლის გამორეცხვისთვის

„ელექსირი ჭურჭლის გამოსარეცხად" არის ინოვაციური, ადამიანისთვის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. დამზადებულია საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიით.
გაზობრივი ქლორის, ქლორის დიოქსიდის, ოზონის და სხვა სადეზინფექციო საშუალებების ეფექტური ჩამნაცვლებელი. ტოქსიკური ნაერთების წარმოქმნის არიდებით, ყაზარმულ, პენიტენციალურ დაწესებულებებში, სასკოლო და ბაგა-ბაღებში, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში,  რესტორნებში, კაფე-ბარებში, საოჯახო სამზარეულოებში, კვების მრეწველობაში  გამოსაყენებელ ჭურჭელს  პათოგენური მიკროორგანიზმებისგან გარეცხვით ასუფთავებს კოროზიის გარეშე და შლის ბაქტერიულ აპკებს.


შედეგიანობა:

  • მუდმივი დეზინფექცია რეზისტენტული პათოგენების გაჩენის გარეშე;
  • ეფექტურად ებრძვის ბაქტერიებს და მათ სპორებს;
  • საიმედო დაზღვევა ჭურჭლის არასასურველი სუნისგან და ბიოაპკებისგან;
  • უვნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის არატოქსიკური გვერდითი პროდუქტების წარმოქმნით (ქლორიდები - Cl-, ქლორიტები - ClO2-, ქლორატები - ClO3-);
  • არ საჭიროებს ჩამორეცხვას და არ გამოისახება პროდუქციის ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებზე;

 

შემადგენლობა: გამჭვირვალე, უფერო სითხე ქლორის მსუბუქი სუნით. წყალხსნარი შეიცავს: NaClO - 0.12% , HClO - 0.15%.

დოზირება:
შეურიეთ წყალში 1 % ხსნარის მისაღებად (1 ლ კონცენტრატი 100 ლ წყალზე).  ცხიმიანი ჭურჭლის გამოსარეცხად 1-5%

გამოიყენეთ უშუალოდ განზავებული ხსნარით გამოვლების სახით.

პერსონალური უსაფრთხოება: არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სასუნთქი გზების, ხელების, თვალების და სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.
პირველადი დახმარება: კანზე მოხვედრისას, ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით. პირის ღრუში მოხვედრისას, რამდენჯერმე გამოივლეთ დიდი რაოდენობის სასმელი წყალი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 30 °C-მდე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).

გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით.

 

შეუკვეთე ზარი