ზეთოვანი კულტურებისთვის (1 ლიტრი)
კოდი : 4860114170046
ფასი : 34 ლარი
აღწერა
1 ლიტრი
ზეთოვანი კულტურების ზრდა-განვითრებისა და გაჯანსაღების დამხმარე საშუალება
 
„ელექსირი ზეთოვანი კულტურებისთვის" არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში, ევროპული ტექნოლოგიით. გამოიყენება მზესუმზირის, სოიას, ზეთისხილის, არაქისის და სხვა ზეთოვანი კულტურების ზრდა-განვითარების დამხმარე საშუალებად.
 
 
 
 
 
შედეგიანობა:
• ეკოლოგიურად სუფთა მავნე ზემოქმედებისგან თავისუფალი ბიო პროდუქტის მიღება;
• მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა;
• მაღალი დამჟანგველი თვისებების გამო ეფექტურად ებრძვის და მყისიერად ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს;
• ხელს უშლის სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარებას;
• აფრთხობს და განდევნის მავნე მწერებს;
• „ელექსირის" მოხვედრა მცენარეზე იწვევს მის უმალვე შეთვისებას და წარმოქმნის დამცავ საფარს;
• ხდება სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება / ჩანაცვლება;
• ხელს უწყობს ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას;
• ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი;
• აძლიერებს იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.
 
გამოყენების ხანგრძლივობა და სიხშირე:
10-14 დღეში ერთხელ 
დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში 3 დღეში ერთხელ
• ყვავილობამდე: 1 ლიტრი ,,ელექსირი ზეთოვანი კულტურებისთვის’’ გააზავეთ 120 ლიტრ წყალში - გამოიყენება 0.2 ჰა-ზე.
• ყვავილობიდან: 2 ლიტრი ,,ელექსირი ზეთოვანი კულტურებისთვის’’ გააზავეთ 120 ლიტრ წყალში - გამოიყენება 0.2 ჰა-ზე.
გამოყენება დამოკიდებულია მცენარის მწვანე საფარის სიმჭიდროვეზე და განვითარების სტადიებზე
 
შემადგენლობა:  ელექტროაქტივირებული წყალი, NаOCl - 0.23% , HClO+OCl-- 0.05%, ცეოლითი - 0.07%.
 
გამოყენება და დოზირება: მცენარეთა დასაცავად გამოიყენება ონკანის ან ჭის წყალში განზავებული კონცეტრატი, რის შედეგადაც ელექსირის მცენარეზე განაწილება ხდება შესასხურებელი აპარატის მეშვეობით.
გამოიყენება შემდეგი დაავადებების წინააღმდეგ : ანთრაქნოზი, ფოთლის სილაქავე, ცერკოსპოროზი, ალტერნარიოზი და სხვ.      
 
პერსონალური უსაფრთხოება: გამოყენებისას არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.
კონცენტრატთან მუშაობისას რეკომენდებულია პირბადის გამოიყენება. ინდივიდუალურად გამოვლენილი უკუჩვენებისას მიმართეთ ექიმს.
 
შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას + 4 °C-დან + 30 ° C-მდე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).

გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით.