მეღორეობისთვის (1 ლიტრი)
კოდი : 4860114170053
ფასი : 10 ლარი
აღწერა
1 ლიტრი

 

ცხოველთა ინფექციური დაავადებების პრევენცია/მკურნალობის გაადვილება


„ელექსირი მეღორეობისთვის“
არის ინოვაციური, ადამიანისთვის უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა ხსნარი თავისუფალი ქლორის გარეშე. დამზადებულია საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიით. გამოიყენება, როგორც საკვებდანამატი, ღორის დაწყურებისთვის განკუთვნილი წყლის გასაჯანსაღებლად, ასევე, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და პროდუქტიულობის მოსამატებლად.
გამოიყენება ღორების საარსებო გარემოს ინფექციათა კონტროლისთვის, ტექნოლოგიური აღჭურვილობის, საკვებდამამზადებელი ადგილების და სხვა დამხმარე ობიექტების დასამუშავებლად.

შედეგიანობა:

  • ღორის დაწყურებისთვის განკუთვნილი წყლის დეზინფექცია და გაჯანსაღება;
  • სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციური დაავადებების პრევენცია (დიარეა, კანის ინფექციები, სასუნთქი გზების ინფექციები);
  • ცხოველის იმუნიტეტის გაძლიერება და დაჩქარებული განკურნების პროცესი;
  • გოჭებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება 30-50%-მდე (მწვავე დიარეა);
  • გოჭების გამოკვების პერიოდში აუმჯობესებს დედა ღორის რძის რაოდენობას;
  • მცირდება ანტიბიოტიკები და სხვა სამედიცინი ხარჯები საშუალოდ 40-50%-ით;
  • უმჯობესდება საჭმლის შეთვისების და მონელების პროცესი;
  • გაცილებით მოკლე დროში მიიღწევა ცხოველის სასურველი წონა;
  • ეკოლოგიურად სუფთა ბიო პროდუქციის წარმოება.

 

შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული წყალი NaClO - 0.14%; HClO - 0.17%.

გამოყენება და დოზირება:

სასმელი წყლის სადეზინფექციოდ განაზავეთ 3-5 ლიტრი კონცენტრატი 100 ლიტრ ონკანის ან ჭის წყალში ცხოველის ასაკის მიხედვით (3-5%)

ბუნებრივ კვებას ახალგადაჩვეული გოჭები - 5-7 დღის მანძილზე შეურიეთ 300 მლ „ელექსირი“ 10 ლ რძეში მწვავე დიარეის ასარიდებლად

სადგომი შენობის დეზინფექცია - დაამატეთ 4,5 ლიტრი კონცენტრატი 10 ლიტრ სუფთა წყალს (30-40 %)

ღორის/ცხოველის გარეგანი დამუშავება - დაავადების ტიპის მიხედვით შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც 100%-იანი კონცენტრატი, ასევე მისი 5%-იანი ხსნარი.

შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.

შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 30 °C-მდე.

ვარგისიანობის ვადა: 1 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).

გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით.

შეუკვეთე ზარი