ელექსირი ვაზისთვის
ფასი : 29 ლარი
ფასდაკლება : 14.5 ლარი
აღწერა
ვაზის დამხმარე საშუალება

1 ლიტრი - 29 ლარი

ფორმა:
ელექტროაქტივირებული წყლის საფუძველზე დამზადებული შესასხურებელი ხსნარი.

გამოყენების ფორმა: აეროზოლი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული, ფუნგიციდური, ვიროციდული დამხმარე საშუალება

შემადგენლობა: ქლორის მსუბუქი სუნის მქონე ხსნარი, რომელიც შეიცავს: NaCl - 0.26 %, HClO - 0.045 %, ClO - - 0.005 %, ცეოლითი - 0,02 %. 

დანიშნულება:
ვაზის დამხმარე საშუალება.
• მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა.
• სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენცია.

დახასიათება:
• არ შეიცავს ადამიანისთვის და ცხოველებისთვის საზიანო ქიმიკატებს და გამოიყენება ბიო პროდუქტების საწარმოებლად.
• აქვს მაღალი რედოქს პოტენციალი და ზემოქმედების ფართო სპექტრი.
• მაღალი დამჟანგველი თვისებების მქონე აქტიური ნივთიერებები ეფექტურად ებრძვიან მავნე მიკროორგანიზმებს და იწვევს მათ მყისიერ განადგურებას.
• შესაწამლი აპარატების მეშვეობით ხდება ელექსირის მოხვედრა მცენარის ფოთლებზე და მისი უმალვე შეთვისება. წარმოქმნის დამცავ საფარს.
• ელექსირის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა  პესტიციდების გამოყენების შემცირება/ჩანაცვლება, რის შედეგადაც ვიღებთ ეკოლოგიურად სუფთა, ორგანულ პროდუქტს.

1.სოკოვანი დაავადებების დროს, როგორიცაა:
• ვაზის ჭრაქი (მილდიუსა) (Plasmopara viticola)
• ვაზის ნაცარი (Uncinula spiralis / Oidium tucker)
• ვაზის დამბლა (ესკა) (Stereum hirzutum)
• ვაზის ანთრაქნოზი (Gloeosporium ampelofagum / Elsinoe ampelina)
• ყურძნის ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea)
• ვაზის შავი სილაქვე (ფომოფსისი) (Phomopsis viticola)
• ყურძნის შავი სიდამპლე (Black rot) (Guignardia baccea / Macrophoma reniphormis)
• ფესვის სიდამპლე
• ყურძნის თეთრი სიდამპლე (White rot)

2.ისეთი ბაქტერიული დაავადებებისას, როგორიცაა:
ვაზის ბაქტერიული კიბო
• ფიტოპლაზმა (Phytoplasma)
• ფსევდომონა (Pseudomonas)
• ქსანტომონა (Xantomonas)
• კორინობაქტერია (Corynebacterium)
• ერვინია (Erwinia)

3.ისეთი ვირუსული და ვირუსის მსგავსი დაავადებებისას, როგორიცაა:
• ფოთლის მარაოსებრი გადაგვარება, ვაზის მუხლთშორისების დამოკლების ვირუსი – Grapevine Fanleaf Virus (GFLV)
• ვაზის ფოთლების დახვევის ვირუსი – Grapevine Leaf Roll Virus-1 (GLRV-1)
• ვაზის ლაქიანობის ვირუსი - Grapevine Fleck Virus (GFkV)
• ვიროიდი - viroid
• ფოთლის ნაადრევი სიწითლე - Grapevine red leaf 
• ვაზის ძარღვების სიყვითლის გამომწვევი ვირუსი – Tomato Ringspot Virus (ToRSV) 
• არაბისის მოზაიკის ვირუსი - Arabis Mosaic Virus (ArMV)
ვაზის A ვირუსი - Grapevine Virus A (GVA)
• ვაზის ქლოროზი

უპირატესობანი:
• საშუალებას იძლევა აწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა, მავნე ზემოქმედების რისკისგან თავისუფალი პროდუქტები.
• მისი გამოყენება არის სრულიად უსაფრთხო ადამიანებისათვის, ცხოველებისთვის და ფუტკრებისთვის, არ საჭიროებს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს.
• ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი.
• არ საჭიროებს განსაკუთრებულ ტრანსპორტირებას.
• ხელს უწყობს ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას.
• აძლიერებს იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.

გამოყენება და დოზირება:
• მცენარეთა დასაცავად გამოიყენება ონკანის ან ჭის წყალში განზავებული კონცეტრატი, რის შედეგადაც ელექსირის მცენარეზე განაწილება ხდება შესასხურებელი აპარატის მეშვეობით.
• ავზში ან სხვა ჭურჭელში ჩაასხით საჭირო რაოდენობის წყლის ნახევარი, დაუმატეთ კონცენტრატის მითითებული რაოდენობა, კარგად მოურიეთ/შეანჯღრიეთ და დაამატეთ დარჩენილი ნახევარი წყალი.
მჭიდროდ დაახურეთ სახურავი და გამოიყენეთ დანიშნულებისამებრ განზავებიდან მცირე დროის განმავლობაში.

გამოყენების ხანგრძლივობა და სიხშირე:
8-10 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)
3 დღეში ერთელ (ინფექციის მკურნალობის მიზნით)

• ყვავილობამდე: 1 ლიტრი კონცენტრატი ,,ელექსირი ვაზისთვის’’ გააზავეთ 60 ლიტრ წყალში - გამოიყენება 0.2 ჰა-ზე.
• ყვავილობისას: 2 ლიტრი კონცენტრატი "ელექსირი ვაზისთვის" გააზავეთ 60 ლიტრ წყალში - გამოიყენება 0.2 ჰა-ზე.
• ყვავილობამდე: 5 ლიტრი კონცენტრატი "ელექსირი ვაზისთვის"განაზავეთ 300 ლიტრ წყალზე - გამოიყენება 1 ჰა-ზე.
• ყვავილობისას: 10 ლიტრი კონცენტრატი "ელექსირი ვაზისთვის" განაზავეთ 300 ლიტრ წყალზე - გამოიყენება 1 ჰა-ზე.

,,ელექსირი ვაზისთვის’’ – გამოყენებისას მისი ხსნარი მთლიანად უნდა გადანაწილდეს მცენარის მიწისზედა სხეულზე. ხსნარის დიდი ნაწილი რჩება მცენარეთა ზედაპირზე და ორთქლის სახით  მთელ მცენარეზე მოქმედებს. ხსნარის ნაწილი შეიწოვება მცენარეული ქსოვილის მიერ. 

შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 30 °C-მდე.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).
გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურავით.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ წვიმის წინ ან ყინვის დროს.


შეუკვეთე ზარი