ელექსირი კარტოფილისთვის
ფასი : 29 ლარი
ფასდაკლება : 14.5 ლარი
აღწერა
კარტოფილის და ჭარხლის დამხმარე საშუალება
1 ლიტრი - 29 ლარი

ფორმა: ელექტროაქტივირებული წყლის საფუძველზე დამზადებული შესასხურებელი ხსნარი.

გამოყენების ფორმა: აეროზოლი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული, ფუნგიციდური, ვიროციდული დამხმარე საშუალება.

შემადგენლობა: ქლორის მსუბუქი სუნის მქონე ხსნარი, რომელიც შეიცავს: NaCl - 0.26 %, HClO - 0.045 %, ClO - - 0.005 %, ცეოლითი - 0,02 %.

დანიშნულება:
• კარტოფილისა და ჭარხლის დამხმარე საშუალება.
• მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა.
• სოკავანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენცია.

დახასიათება:
• არ შეიცავს ადამიანისთვის და ცხოველებისთვის საზიანო ქიმიკატებს და გამოიყენება ბიო პროდუქტების საწარმოებლად.
• აქვს მაღალი რედოქს პოტენციალი და ზემოქმედების ფართო სპექტრი.
• მაღალი დამჟანგველი თვისებების მქონე აქტიური ნივთიერებები ეფექტურად ებრძვიან მავნე მიკროორგანიზმებს და იწვევენ მათ მყისიერ განადგურებას.
• შესაწამლი აპარატების მეშვეობით ხდება ელექსირის მოხვედრა მცენარეზე და მისი უმალვე შეთვისება. წარმოქმნის დამცავ საფარს.
• ელექსირის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება/ჩანაცვლება, რის შედეგადაც ვიღებთ ეკოლოგიურად სუფთა, ორგანულ პროდუქტს.

გამოიყენება კარტოფილისა და ჭარხლის დაავადებების წინააღმდეგ, როგორებიცაა:
• კარტოფილის ფიტოფტოროზი - Phytophtora infenstars
• მშრალი სიდამპლე, ფუზარიოზი - Fusarium
• კარტოფილის ბრტყელი, ღრმა და ამობურცული ქეცი - Actinomycetes
• კარტოფილის ფოთლების დახვევის ვირუსი
• კარტოფილის Y-ვირუსი
• კარტოფილის ნაოჭა მოზაიკა
• კარტოფილის შტოს სიჭრელე, კონტრასტული ფიგურული მოზაიკა
• ჭარხლის ნაცარი – Erysifae communis
• ჭარხლის ჟანგა - Uromyces betae
• ჭარხლის ფომოზი ანუ ჭარხლის გულის სიდამპლე – Phoma betae
• ჭარხლის ცერკოსპოროზი – Cercospora beticola
• ჭარხლის ჭრაქი – Peronospora schachti
• ალტერნარიოზი, ჭარხლის შავი ლაქიანობა - Alternaria tenuis

მწერებისაგან მიყენებული დაზიანებების წინააღმდეგ:
• მუქი ტკაცუნა (Agriotes opscurus)
• კოლორადოს კარტოფილის ხოჭო (Leptinorasa decemlineata)
• ბუგრები: ჭარხლის ანუ ცერცვის ბუგრი (Aphis fabae), ატმის ორანჟერიის ანუ თამბაქოს ბუგრი (Myzodes persicae)
• დასავლეთის მაისის ღრაჭა (Melolontha melolontha), აღმოსავლეთის მაისის ღრაჭა (Melolontha hippocastani)
• შემოდგომის ნათესების ხვატარი (Agrotis segetum)

ნემატოდების მიერ გამოწვეულ დაზიანებების პრევენციისთვის, როგორებიცაა:
• კარტოფილის ოქროსფერი ნემატოდა (Globodera rostochiensis)
• კარტოფილის ღეროს ნემატოდა (Ditylenchus dispaci)

უპირატესობანი:
• საშუალებას იძლევა აწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა, სხვა მავნე ზემოქმედების რისკისგან თავისუფალი პროდუქტები.
• მისი გამოყენება არის სრულიად უსაფრთხო ადამიანებისათვის, ცხოველებითვის და ფუტკრებისთვის, არ საჭიროებს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს.
• ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი.
• არ საჭიროებს განსაკუთრებულ ტრანსპორტირებას.
•ხელს უწყობს ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას.
• აძლიერებს იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.

გამოყენება და დოზირება:
• მცენარეთა დასაცავად გამოიყენება ონკანის ან ჭის წყალში განზავებული კონცეტრატი, რის შედეგადაც ელექსირის მცენარეზე განაწილება ხდება შესასხურებელი აპარატის მეშვეობით.
• ავზში ან სხვა ჭურჭელში ჩაასხით საჭირო რაოდენობის წყლის ნახევარი, დაუმატეთ კონცენტრატის მითითებული რაოდენობა, კარგად მოურიეთ/შეანჯღრიეთ და დაამატეთ დარჩენილი ნახევარი წყალი. მჭიდროდ დაახურეთ სახურავი და გამოიყენეთ დანიშნულებისამებრ განზავებიდან მცირე დროის განმავლობაში.

გამოყენების ხანგრძლივობა და სიხშირე:
8-10 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)
3 დღეში ერთხელ (ინფექციის მკურნალობის მიზნით)

• ყვავილობამდე: 1 ლიტრი კონცენტრატი ,,ელექსირი კარტოფილისთვის’’ გააზავეთ 120 ლიტრ წყალში - გამოიყენება 0.2 ჰა-ზე.
• ყვავილობისას: 2 ლიტრი კონცენტრატი "ელექსირი კარტოფილისთვის" გააზავეთ 120 ლიტრ წყალში - გამოიყენება 0.2 ჰა-ზე.
• ყვავილობამდე: 5 ლიტრი კონცენტრატი "ელექსირი კარტოფილისთვის"განაზავეთ 600 ლიტრ წყალზე - გამოიყენება 1 ჰა-ზე.
• ყვავილობისას: 10 ლიტრი კონცენტრატი "ელექსირი კარტოფილისთვის" განაზავეთ 600 ლიტრ წყალზე - გამოიყენება 1 ჰა-ზე.

• დაავადებათა პრევენციის მიზნით, რეგულარული ინტერვალებით, მცენარის ზრდის პერიოდშიც, გამოიყენება იგივე ხსნარი.

შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ტემპერატურა: +4 °C-დან  30 °C-მდე.
შენახვის ვადა: გაუხსნელი კონტეინერის შენახვის ვადა 1 წელი.

გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურავით.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ წვიმის წინ ან ყინვის დროს!
შეუკვეთე ზარი