ელექსირი მეფრინველეობისთვის
ფასი : 7 ლარი
ფასდაკლება : 3.5 ლარი
აღწერა
ფრინველთა ინფექციური დაავადებების პრევენცია/მკურნალობის გაადვილება
1 ლიტრი - 7 ლარი

გამოიყენება ფრინველთა სასმელი წყლის გაჯანსაღებისთვის, ასევე ეფექტურია ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ინვენტარის დამუშავებისთვის.

ფორმა: ელექტროაქტივირებული წყლის საფუძველზე დამზადებული ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სადეზინფექციო საშუალება (ბაქტერიციდი, ფუნგიციდი, ვიროციდი).

შემადგენლობა: გამჭვირვალე, უფერო, სითხე ქლორის მსუბუქი სუნით. წყალხსნარი შეიცავს: NaCl - 0.26%, HClO - 0.045%, ClO - - 0.005%.

დანიშნულება:
• ფრინველთა დაწყურებისთვის განკუთვნილი სასმელი წყლის დეზინფექციისთვის და გასაჯანსაღებლად.
• მეფრინველეობაში განკუთვნილი ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ინვენტარის დამუშავება/დეზინფექცია.
• ფრინველებში გავრცელებული ნაწლავის ჩხირით, სალმონელით, კოკციდიით გამოწვეული დაავადებების პრევენცია და მკურნალობის გაადვილება.

დახასიათება:
• საშუალებას იძლევა აწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა, მავნე ზემოქმედების რისკისგან თავისუფალი ბიო პროდუქტი.
• აქვს მაღალი რედოქს პოტენციალი და ზემოქმედების ფართო სპექტრი.
• მაღალი დამჟანგველი თქვისებების მქონე აქტიური ნივთიერებები ეფექტურად ებრძვიან მავნე მიკროორგანიზმებს და იწვევენ მათ მყისიერ განადგურებას.
• ელექსირის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა წამლებისა და ნემსების გამოყენების შემცირება/ჩანაცვლება, რის შედეგადაც ვიღებთ ეკოლოგიურად სუფთა, ორგანულ პროდუქტს.

უპირატესობანი:
აუმჯობესებს საჭმლის შეთვისების და მონელების პროცესს. ცხოველები ეფექტურად ითვისებენ საჭმლის მცირე ულუფას, რაც მოხმარებული საკვების რაოდენობას ამცირებს;
აყალიბებს და აძლიერებს იმუნიტეტს;
ზრდის სიცოცხლისუნარიანობას;
სიკვდილიანობის მაჩვენებელს ამცირებს 50 – 70 % ფარგლებში, ეფექტურია ეპიდემიის დროს;
ამცირებს ანტიბიოტიკების გამოყენების საჭიროებას;
მნიშვნელოვნად ამცირებს ნაწლავის ჩხირით, სალმონელით, კოკციდიით გამოწვეულ დაავადებების შემთხვევებს და ხელს უწყობს ფრინველის სწრაფ განკურნებას;
• კლებულობს მცირე ზომის კვერცხების დადების ტენდენცია;
ამაღლებს კვერცხების ხარისხსა და ერთგვაროვნებას;
მისი გამოყენება არის სრულიად უსაფრთხო ადამიანებისათვის და ცხოველებისთვის, არ საჭიროებს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს;
ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი;
არ გააჩნია გვერდითი მოვლენები და არ ტოვებს მავნე ნარჩენებს;
არ საჭიროებს განსაკუთრებულ ტრანსპორტირებას.

გამოყენება და დოზირება:


ვრცლად:
მაღალი ხარისხის, მავნე მიკროორგანიზმებისგან თავისუფალი სასმელი წყალი არის მნიშვნელოვანი მოთხოვნა ფრინველის ჯანმრთელობისათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა ფრინველთა მოვლისთვის. საარსებო გარემოში პათოგენური მიკროორგანიზმების რაოდენობის მატება იწვევს ფრინველთა საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს, რომელიც ვლინდება დისპეფსიის, დიარეის და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი დაავადების სახით.
შინაური ფრინველის დაავადების და სიკვდილიანობის გავრცელებული მიზეზი და წყარო ამავედროულად შეიძლება გახდეს საკვების შესანახი დაბინძურებული კონტეინერები ან წყალგამტარი მილები.
“ელექსირი მეფრინველეობისთვის” საარსებო გარემოს დეზინფექციის გზით ამოკლებს ფრინველის ზრდის და გამრავლების პერიოდს. ამცირებს ჰორმონების, სხვა ხელოვნური ბიომასტიმულირებელი საშუალებაბისა და ანტიბიოტიკების გამოყენების აუცილებლობას. “ელექსირის“ გამოყენების შედეგად უმჯობესდება ფრინველების ჯანმრთელობა და გამძლეობა დაავადებისადმი, რის შედეგადაც მიიღწევა წარმოების საერთო ხარისხის მაღალი დონე.

დანართები:
დანართი N1


შენახვის პირობები:
კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 30 °C-მდე.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).
გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით.
შეუკვეთე ზარი