ელექსირი მეღორეობისთვის
ფასი : 7 ლარი
ფასდაკლება : 3.5 ლარი
აღწერა
ცხოველთა ინფექციური დაავადებების პრევენცია/მკურნალობის გაადვილება

1 ლიტრი - 7 ლარი

გამოიყენება ცხოველთა სასმელი წყლის გაჯანსაღებისთვის, ასევე ეფექტურია ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ინვენტარის დამუშავებისთვის.

ფორმა: ელექტროაქტივირებული წყალის საფუძველზე დამზადებული ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სადეზინფექციო საშუალება (ბაქტერიციდი, ფუნგიციდი, ვიროციდი).

შემადგენლობა: გამჭვირვალე, უფერო, სითხე ქლორის მსუბუქი სუნით. წყალხსნარი შეიცავს : NaCl - 0.26 %, HClO - 0.045 %, ClO - - 0.005%.

დანიშნულება:
• ღორების დაწყურებისთვის განკუთვნილი სასმელი წყლის დეზინფექციისთვის და გასაჯანსაღებლად.
• მეცხოველეობისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ინვენტარის დამუშავება/დეზინფექცია.
• ღორებში გავრცელებული ისეთი დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის გასაადვილებლად როგორიცაა: დიარეა, კანის ინფექციები, სასუნთქი გზების ინფექციები.

დახასიათება:
საშუალებას იძლევა აწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა, მავნე ზემოქმედების რისკისგან თავისუფალი ბიო პროდუქტი.
აქვს მაღალი რედოქს პოტენციალი და ზემოქმედების ფართო სპექტრი.
მაღალი დამჟანგველი თვისებების მქონე აქტიური ნივთიერებები ეფექტურად ებრძვიან მავნე მიკროორგანიზმებს და იწვევენ მათ მყისიერ განადგურებას.
ელექსირის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა წამლებისა და ნემსების გამოყენების შემცირება/ჩანაცვლება, რის შედეგადაც ვიღებთ ეკოლოგიურად სუფთა, ორგანულ პროდუქტს.

უპირატესობანი:
• ზრდის საჭმლის მომნელებელი სისტემის და სასუნთქი გზების დაავადებისადმი მდგრადობას და ამცირებს სიკვდილიანობას. მცირდება თავისთავად გამოწვეული აბორტის შემთხვევები.
• საგრძნობლად ზრდის გოჭების და მოზრდილი ღორების იმუნიტეტს და დაავადებებთან ბრძოლის უნარს. ამცირებს ანტიბიოტიკების გამოყენების აუცილებლობას.
• აუმჯობესებს დედა ღორის რძის რაოდენობის მატებას.
• აუმჯობესებს საჭმლის შეთვისების და მონელების პროცესს. ცხოველები ეფექტურად ითვისებენ საჭმლის მცირე ულუფას, რაც მოხმარებული საკვების რაოდენობას ამცირებს.
• ცხოველები გაცილებით მოკლე დროში აღწევენ სასურველ წონას, რის შედეგადაც იქმნება მეტი პროდუქტი და დამატებითი მოგება.
• მისი გამოყენება არის სრულიად უსაფრთხო ადამიანებისათვის და ცხოველებისთვის, არ საჭიროებს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს.
• ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი.
• არ საჭიროებს განსაკუთრებულ ტრანსპორტირებას.

ვრცლად:
,,ელექსირი მეღორეობისთვის" წარმოდგენილი პროდუქტით სარგებლობისას ტექნოლოგიური აღჭურვილობის ზედაპირებზე (მაგ. წყლის მილებზე) გაჩენილი ბაქტერიული აპკები და მიკროორგანიზმები მთლიანად იშლება და ნადგურდება. ამის შედეგად მცირდება ბაქტერიების საერთო რაოდენობა არა მარტო სასმელ წყალში, არამედ წყლის რეზერვუარებში და მილებშიც.
როგორც ცნობილია, ღორებს , განსაკუთრებით კი გოჭებს, სჭირდებათ მაღალი ხარისხის, მავნე მიკროორგანიზმებისგან თავისუფალი დასალევი წყალი. ამავედროულად გასათვალისწინებელია საკვების, ჰაერის და საარსებო გარემოს მდგომარეობაც. აქტივირებული წყლის ხსნარით საკვების დამუშავება, ასევე იგივე წყლის განზავებული კონცენტრატის ჰაერში ნებულაიზერით გაფრქვევა ზრდის ფერმაში ცხოველების ჯანმრთელობას და ნამატს. ცხოველის იმუნიტეტის გაძლიერების და გარემოში მავნე მიკროორგანიზმების შემცირების გამო მინიმუმამდე დაიყვანება ანტიბიოტიკების გამოყენების აუცილებლობა.

გამოყენება და დოზირება:





დანართი:
ეფექტურობის და სანდოობის შესამოწმებლად ღორების ფერმაში ჩატარდა პროდუქტის ვარგისიანობის კვლევა. გოჭები დაყოფილი იყვნენ ორ ჯგუფად, რომლის ერთ ნაწილს მიეწოდებოდა ,,ელექსირი მეღორეობისთვის" აქტივირებული წყალი, ხოლო მეორეს - ჩვეულებრივი სასმელი წყალი.
ექსპერიმენტის პირობები:
ექსპერიმენტის დაწყებისას ჰაერი გაჯერებული იყო წყლისა და "ელექსირი მეღორეობისთვის" ნარევით (70:30 თანაფარდობით) ნებულაიზერის მეშვეობით (სითხის ულტრაბგერული საფრქვევი). მომდევნო 5 დღის განმავლობაში საღორეს ამუშავებდნენ შემდეგი რეჟიმით: დღეში ერთხელ 30 წუთის განმავლობაში.
კვების რეჟიმი:
საცდელი და საკონტროლო ჯგუფის გოჭები იღებდნენ 15 კგ სოიოს მარცვლის, მინერალური საკვებისა და სხვა მარცვლეულის მზა ნარევს.
N2 ცხრილში
მოყვანილია ცხოველებისთვის ორივე ჯგუფისთვის განკუთვნილი დასალევი წყლის ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები და ბაქტერიული დაბინძურების დონეები. ცხრილში ასახულია მაჩვენებლების საშუალო, მაქსიმალურ და მინიმალურ მნიშვნელობები.
N3 ცხრილში
ასახულია განსხავებული შესაწყური წყლის გავლენა შესასწავლი ჯგუფების ასეთ პარამეტრებზე, როგორებიცაა წონის ნამატი, დანაკარგი და ა.შ.

- დასალევ წყლებს შორის ქლორიდებისა, თავისუფალი ქლორისა და გამტარობის შესამჩნევი განსხვავება ნათელია.
- ექსპერიმეტის შედეგად დადგინდა, რომ საცდელი ჯგუფის გოჭების დღიური წონის ნამატი 485 გ-ს შეადგენდა, რაც 17 გრამით მეტია საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. გოჭების საცდელი ჯგუფის ჯანმრთელობა სწრაფად გაუმჯობესდა, ზარალის მაჩვენებელი განახევრდა და დავიდა 0,9%-მდე.
- საცდელი გოჭების ჯგუფში ”ელექსირი მეღორეობისთვის" ვერ შეძლო თავიდანვე ნაწლავის ჩხირით (E.coli) გამოწვეული ჩავარდნის სრულიად აცილება, რაც აიხსნება იმით, რომ ნაწლავის ჩხირით (E.coli) გამოწვეული დიარეისა და სხვა დადაავადებების წყაროს ხშირ შემთხვევაში არა მხოლოდ დაბინძურებული წყალი წარმოადგენს, არამედ საკვების შემადგენლობა და ხარსხი, გარემოს სისუფთავე, მომუშავე პერსონალის ჰიგიენა და ა.შ.
- გამოკვლეული ნიმუშებიდან გარკვეული ეჭვი გამოიწვია N7 სინჯმა, თუმცა "ელექსირი მეღორეობისთვის" ზემოქმედების მაღალი ეფექტურობა ნათელია. აქტივირებული წყლის გამოყენების შემდეგ ბაქტერიული ზრდის დონე დავარდა 0-მდე. მხოლოდ N7 სინჯში, 36 °С-ზე, გაიზარდა ბაქტერიების 2 კოლონია.
- მსგავსი მონაცემები გამოვლინდა დამატებით კვლევებშიც.

"ელექსირი მეღორეობისთვის“ ხმარებისას ღორების ფერმებში ყოველი გამონაკლისის გარეშე სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებასთან ერთად მინიმუმამდე დაიყვანება ანტიბიოტიკებისა და სხვა წამლების მოხმარება. ცხოველები უფრო ჯანმრთელები და აქტიურები ხდებიან, მცირდება კუჭნაწლავისა და სასუნთქი გზების დაავადებების შემთხვევები.

ცხრილი N1: სასმელი წყლის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ცხრილი.
ცხრილი N2: ელექტროაქტივირებული წყლის თვისებების გამოკვლევა.
ცხრილი N3: "ელექსირი   მეღორეობისთვის" გამოყენების შემდეგ გოჭების საერთო მახასიათებლების გაუმჯობესება.

შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 30 °C-მდე.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).

გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით.

შეუკვეთე ზარი