ელექსირი მსხვილფეხა საქონლისთვის
ფასი : 7 ლარი
ფასდაკლება : 3.5 ლარი
აღწერა
საქონლის ინფექციური დაავადებების პრევენცია/მკურნალობის გაადვილება

1 ლიტრი - 7 ლარი

გამოიყენება ცხოველთა დაწყურებისთვის განკუთვნილი წყლის გაჯანსაღებისთვის. ასევე ეფექტურია ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ინვენტარის დამუშავებისთვის.

ფორმა: ელექტროაქტივირებული წყალის საფუძველზე დამზადებული ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სადეზინფექციო საშუალება (ბაქტერიციდი, ფუნგიციდი, ვიროციდი).

შემადგენლობა: გამჭვირვალე, უფერო, სითხე ქლორის მსუბუქი სუნით. წყალხსნარი შეიცავს : NaCl - 0.26 %, HClO - 0.045 %, ClO - - 0.005 %.

დანიშნულება:
• მსხვილფეხა საქონელის დაწყურებისთვის განკუთვნილი სასმელი წყლის დეზინფექციისთვის და გასაჯანსაღებლად.
• მეცხოველეობისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ინვენტარის დამუშავება/დეზინფექცია. 
• მსხვილფეხა საქონელში გავრცელებული ისეთი დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის გასაადვილებლად როგორიცაა: მასტიტი, დიარეა, ჩლიქის პათოლოგია, აციდოზი, კანის და სასუნთქი გზების ინფექციები.

დახასიათება:
• საშუალებას იძლევა აწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა, მავნე ზემოქმედების რისკისგან თავისუფალი ბიო პროდუქტი.
• აქვს მაღალი რედოქს პოტენციალი და ზემოქმედების ფართო სპექტრი. 
• მაღალი დამჟანგველი თვისებების მქონე აქტიური ნივთიერებები ეფექტურად ებრძვიან მავნე მიკროორგანიზმებს და იწვევენ მათ მყისიერ განადგურებას.
• ელექსირის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა წამლებისა და ნემსების გამოყენების შემცირება/ჩანაცვლება, რის შედეგადაც ვიღებთ ეკოლოგიურად სუფთა, ორგანულ პროდუქტს.

უპირატესობანი:
• ზრდის საჭმლის მომნელებელი სისტემის და სასუნთქი გზების დაავადებისადმი მდგრადობას და ამცირებს სიკვდილიანობას.
• საგრძნობლად ზრდის საქონლის იმუნიტეტს და დაავადებებთან ბრძოლის უნარს. ამცირებს ანტიბიოტიკების გამოყენების აუცილებლობას.
• აუმჯობესებს საჭმლის შეთვისების და მონელების პროცესს. ცხოველები ეფექტურად ითვისებენ საჭმლის მცირე ულუფას, რაც მოხმარებული საკვების რაოდენობას ამცირებს.
• ცხოველები გაცილებით მოკლე დროში აღწევენ სასურველ წონას, რის შედეგადაც იქმნება მეტი პროდუქტი და დამატებითი მოგება.
• მისი გამოყენება არის სრულიად უსაფრთხო ადამიანებისათვის და ცხოველებისთვის, არ საჭიროებს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს. არ იწვევს კანის და ლორწოვანი გარსების გაღიზიანებას.
• ნედლი რძის CIP სისტემების და სხვა აღჭურვილობის დასუფთავება კოროზიით (დაჟანგვით) გამოწვეული დაზიანებების არიდებით.
• ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი.
• არ საჭიროებს განსაკუთრებულ ტრანსპორტირებას.

ვრცლად:
რძის პროდუქტების ინდუსტრიაში მსხვილფეხა საქონლის დაავადებები ყოველთვის იწვევდა მწვავე რეაქციას და სერიოზულ შეშფოთებას. საბედნიეროდ, მიკრობული დაბინძურების ეფექტური პრევენცია და კონტროლი დღეს დღეობით შესაძლებელია განხორციელდეს სათანადო მართვის პრაქტიკისა და თანამედროვე ჯანმრთელობის პროდუქტების გამოყენებით. „ელექსირი“ გთავაზობთ ყოვლისმომცველ ეკოლოგიურად უსაფრთხო და სარფიან პროგრამას, რომლის პირველი და ძირითადი ეტაპი მოიცავს პირუტყვის დასალევი წყლის დამუშავებას. მაღალი ხარისხის, მავნე მიკროორგანიზმებისგან თავისუფალი სასმელი წყალი აუცილებელია ფერმის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ცხოველებისათვის. ბაქტერიების მომატებულმა დონემ სასმელ წყალში შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დაავდებები, როგორიცაა დისპეპსია, დიარეა და მიიყვანოს სერიოზულ ეკონომიკურ ზარალამდე. დაავადება შეიძლება გაჩნდეს დაბინძურებული ჭის წყლის მოხმარების შედეგად ან წყალსაცავის მილების მაღალი დაბინძურების დონის შემთხვევაში. „ელექსირი მსხვილფეხა საქონლისთვის” ეფექტურად ებრძვის ასეთ პრობლემებს. ამავედროულად იგი ზრდის ცხოველების მიერ საკვები ნივთიერებების შეწოვის ხარისხს, რაც გამოისახება საკვების უკეთეს გადამუშავებაში. ამ პროცესების გაუმჯობესება საქონლის წონის უფრო სწრაფ მატებას გულისხმობს.

გამოყენება და დოზირება:


“ელექსირი მსხვილფეხა საქონლისთვის“ აქტიური კომპონენტები და მათი დაშლის პროდუქტები უსაფრთხო და არატოქსიკურია გარემოსთვის სხვა სადეზინფექციო და საწმენდი საშუალებებთან შედარებით. კვლევამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ “ელექსირი მსხვილფეხა საქონლისთვის” გამოყენებით ჩატარებული ჰიგიენური პროცედურები გაცილებით ეფექტურია ტრადიციული ჰიგიენის საშუალებების გამოყენებასთან შედარებით. “ელექსირი მსხვილფეხა საქონლისთვის” არის ლაბორატორიულად დადასტურებული და სანდო პროდუქტი. ამის მტკიცების საფუძველს იძლევა ყველა ის ჩატარებული კვლევა, რომელიც აღწერილი ტექნოლოგიის გამოყენებით განხორციელდა სხვადასხვა ფერმაში. ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა როგორც შიდა, ასევე მესამე მხარის მონაწილეობით და საბოლოოდ დაადასტურა, რომ პროდუქტი არ ავლენს ტოქსიურობას.

შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 30 °C-მდე.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).
გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით.
შეუკვეთე ზარი