ელექსირი ხეხილისთვის
ფასი : 29 ლარი
ფასდაკლება : 14.5 ლარი
აღწერა
ხეხილის ზრდის დამხმარე საშუალება

1 ლიტრი - 29 ლარი

ფორმა: ელექტროაქტივირებული წყლის საფუძველზე შექმნილი შესასხურებელი ხსნარი.

გამოყენების ფორმა: აეროზოლი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული, ფუნგიციდური, ვიროციდული დამხმარე საშუალება.

შემადგენლობა: ქლორის მსუბუქი სუნის მქონე ხსნარი, რომელიც შეცავს: NaCl - 0.26 %, HClO - 0.045 %, ClO - - 0.005 %, ცეოლითი - 0,02 %.

დანიშნულება:
• თესლოვანი, კურკოვანი ხეხილის კულტურებისა და კენკროვანი კულტურების დამხმარე საშუალება.
• მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა.
• სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენცია.

დახასიათება:
• არ შეიცავს ადამიანისთვის და ცხოველებისთვის საზიანო ქიმიკატებს და გამოიყენება ბიო პროდუქტების საწარმოებლად.
• აქვს მაღალი რედოქს პოტენციალი და ზემოქმედების ფართო სპექტრი. 
• მაღალი დამჟანგველი თვისებების მქონე აქტიური ნივთიერებები ეფექტურად ებრძვიან მავნე მიკროორგანიზმებს და იწვევენ მათ მყისიერ განადგურებას.
• შესაწამლი აპარატების მეშვეობით ხდება ელექსირის მოხვედრა მცენარის ფოთლებზე და მისი უმალვე შეთვისება. წარმოქმნის დამცავ საფარს.
• ელექსირის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება/ჩანაცვლება, რის შედეგადაც ვიღებთ ეკოლოგიურად სუფთა, ორგანულ პროდუქტს.

გამოიყენება შემდეგი ხეხილისა და კენკროვანი კულტურების დაავადებების წინააღმდეგ:
• ნაცარი
• ქეცი
• ჟანგა
• ანთრაქნოზი
• ნაცრისფერი, თეთრი და შავი სიდამპლე
• ბაქტერიული კიბო
• ასევე მწერებისაგან მიყენებული დაზიანებების წინააღმდეგ

უპირატესობანი:
• საშუალებას იძლევა აწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა, მავნე ზემოქმედების რისკისგან თავისუფალი პროდუქტები.
• მისი გამოყენება არის სრულიად უსაფრთხო ადამიანებისათვის და ცხოველებისთვის, არ საჭიროებს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს.
• ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი.
• არ საჭიროებს განსაკუთრებულ ტრანსპორტირებას.
• ხელს უწყობს ხეხილის ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას.
• აძლიერებს ხეხილის იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.

გამოყენება და დოზირება:
• მცენარეთა დასაცავად გამოიყენება ონკანის ან ჭის წყალში განზავებული კონცეტრატი, რის შედეგადაც ელექსირის მცენარეზე განაწილება ხდება შესასხურებელი აპარატის მეშვეობით.
• ავზში ან სხვა ჭურჭელში ჩაასხით საჭირო რაოდენობის წყლის ნახევარი, დაუმატეთ კონცენტრატის მითითებული რაოდენობა, კარგად მოურიეთ/შეანჯღრიეთ და დაამატეთ დარჩენილი ნახევარი წყალი. მჭიდროდ დაახურეთ სახურავი და გამოიყენეთ დანიშნულებისამებრ განზავებიდან მცირე დროის განმავლობაში. ცარიელი კონტეინერები საფუძვლიანად გაავლეთ გამდინარე წყალში.

გამოყენების ხანგრძლივობა და სიხშირე:
8-10 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)
3 დღეში ერთხელ (ინფექციის მკურნალობის მიზნით)

გამოყენება დამოკიდებულია მცენარის მწვანე საფარის სიმჭიდროვეზე და განვითარების სტადიებზე:
• ყვავილობამდე: 1 ლიტრი ,,ელექსირი-ხეხილისთვის’’ გააზავეთ 120 ლიტრ წყალში - გამოიყენება 0.2 ჰა-ზე.
• ყვავილობისას: 2 ლიტრი ,,ელექსირი-ხეხილისთვის’’ გააზავეთ 120 ლიტრ წყალში - გამოიყენება 0.2 ჰა-ზე.
• ყვავილობამდე: 5 ლიტრი ,,ელექსირი-ხეხილისთვის’’ გააზავეთ 600 ლიტრ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე.
• ყვავილობისას: 10 ლიტრი ,,ელექსირი-ხეხილისთვის’’ გააზავეთ 600 ლიტრ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე.

შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 30 ° C-მდე.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).
გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ წვიმის წინ ან ყინვის დროს!
შეუკვეთე ზარი