ელექსირი მარცვლეულისთვის
ფასი : 20 ლარი
ფასდაკლება : 10 ლარი
აღწერა
მარცვლეული კულტურის დამხმარე საშუალება

1 ლიტრი - 20 ლარი

ფორმა: ელექტროაქტივირებული წყლის საფუძველზე დამზადებული შესასხურებელი ხსნარი.

გამოყენების ფორმა: აეროზოლი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული, ფუნგიციდური, ვიროციდული დამხმარე საშუალება

შემადგენლობა: ქლორის მსუბუქი სუნის მქონე ხსნარი, რომელიც შეიცავს: NaCl - 0.26 %, HClO - 0.045 %, ClO - - 0.005 %, ცეოლითი - 0,02 %.

დანიშნულება:
• მარცვლეული კულტურების (სიმინდი, ხორბლი, ქერი, ჭვავი, შვრია) დამხმარე საშუალება.
• მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მარცვლეული კულტურების დაავადებების პროფილაქტიკა.
• სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენცია.

დახასიათება:
• არ შეიცავს ადამიანისთვის და ცხოველებისთვის საზიანო ქიმიკატებს და გამოიყენება ბიო პროდუქტების საწარმოებლად.
• აქვს მაღალი რედოქს პოტენციალი და ზემოქმედების ფართო სპექტრი.
• მაღალი დამჟანგველი თქვისებების მქონე აქტიური ნივთიერებები ეფექტურად ებრძვიან მავნე მიკროორგანიზმებს და იწვევენ მათ მყისიერ განადგურებას.
• შესაწამლი აპარატების მეშვეობით ხდება ელექსირის მოხვედრა მცენარეზე და მისი უმალვე შეთვისება. წარმოქმნის დამცავ საფარს.
• ელექსირის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება/ჩანაცვლება, რის შედეგადაც ვიღებთ ეკოლოგიურად სუფთა, ორგანულ პროდუქტს.

გამოიყენება შემდეგი მარცვლეული კულტურების დაავადებების წინააღმდეგ:
• ხორბლის ხაზა ჟანგა, ხორბლოვანთა ღეროს ჟანგა - Puccinia graminis
ცერკოსპოროზი - Pseudocercosporella herpotrichoides
• ასევე მწერებისაგან მიყენებული დაზიანებების წინააღმდეგ

უპირატესობანი:
• საშუალებას იძლევა აწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა, არაგენმოდიფიცირებული, სხვა მავნე ზემოქმედების რისკისგან თავისუფალი პროდუქტები.
• მისი გამოყენება არის სრულიად უსაფრთხო ადამიანებისათვის და ცხოველებითვის, არ საჭიროებს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს.
• ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი.
• არ საჭიროებს განსაკუთრებულ ტრანსპორტირებას.
• ხელს უწყობს მარცვლეული კულტურების ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას.
• აძლიერებს მარცვლეული კულტურების იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.

გამოყენება და დოზინება:
• მცენარეთა დასაცავად გამოიყენება ონკანის ან ჭის წყალში განზავებული კონცეტრატი, რის შედეგადაც ელექსირის მცენარეზე განაწილება ხდება შესასხურებელი აპარატის მეშვეობით.
• ავზში ან სხვა ჭურჭელში ჩაასხით საჭირო რაოდენობის წყლის ნახევარი, დაუმატეთ კონცენტრატის მითითებული რაოდენობა, კარგად მოურიეთ/შეანჯღრიეთ და დაამატეთ დარჩენილი ნახევარი წყალი.
მჭიდროდ დაახურეთ სახურავი და გამოიყენეთ დანიშნულებისამებრ განზავებიდან მცირე დროის განმავლობაში.

გამოყენების ხანგრძლივოდა და სიხშირე:
8-10 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)
3 დღეში ერთხელ (ინფექციის მკურნალობის მიზნით)

• ყვავილობამდე: 1 ლიტრი კონცენტრატი ,,ელექსირი მარცვლეულისთვის’’ გააზავეთ 120 ლიტრ წყალში - გამოიყენება 0.1 ჰა-ზე.
• ყვავილობისას: 2 ლიტრი კონცენტრატი "ელექსირი მარცვლეულისთვის" გააზავეთ 120 ლიტრ წყალში - გამოიყენება 0.1 ჰა-ზე.
• ყვავილობამდე: 5 ლიტრი კონცენტრატი "ელექსირი მარცვლეულისთვის"განაზავეთ 600 ლიტრ წყალზე - გამოიყენება 1 ჰა-ზე.
• ყვავილობისას: 10 ლიტრი კონცენტრატი "ელექსირი მარცვლეულისთვის" განაზავეთ 600 ლიტრ წყალზე - გამოიყენება 1 ჰა-ზე.

შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან  + 30 ° C-მდე.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).
გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურავით.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ წვიმის წინ ან ყინვის დროს!
შეუკვეთე ზარი