ელექსირი თევზებისთვის
ფასი : 7 ლარი
ფასდაკლება : 3.5 ლარი
აღწერა
თევზების ჯანსაღი განვითარების დამხმარე საშუალება

1 ლიტრი - 7 ლარი

თევზებისთვის და ზღვის პროდუქტებისთვის განკუთვნილი წყლის სადეზინფექციო საშუალება.

ფორმა: ელექტროაქტივირებული წყლის საფუძველზე დამზადებული ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სადეზინფექციო საშუალება (ბაქტერიციდი, ფუნგიციდი, ვიროციდი).

შემადგენლობა: გამჭვირვალე, უფერო, სითხე ქლორის მსუბუქი სუნით. წყალხსნარი შეიცავს: NaCl - 0.26 %, HClO - 0.045 %, ClO - - 0.005 %.

დანიშნულება:
თევზების და სხვა ზღვის პროდუქტებისთვის
• საშენი მეურნეობების წყალსატევებში წყლის გაჯანსაღება, უკეთესი ხარისხის შექმნა და შენარჩუნება;
• ეკოლოგიურად ოპტიმალური პირობების შექმნა;
• ქვირითისთვის და ლიფსიტებისთვის ოპტიმალური ზრდის გარემოს შექმნა;
• ინფექციური დაავადებების კონტროლი/პრევენცია;

დახასიათება:
• საშუალებას იძლევა აწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა, მავნე ზემოქმედების რისკისგან თავისუფალი ბიო პროდუქტი.
• აქვს მაღალი რედოქს პოტენციალი და ზემოქმედების ფართო სპექტრი, მისი ზემოქმედების ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო ჯგუფს წარმოადგენს პათოგენური ბაქტერიები, ვირუსები და სოკოები.
• მაღალი დამჟანგველი თქვისებების მქონე აქტიური ნივთიერებები ეფექტურად ებრძვიან მავნე მიკროორგანიზმებს და იწვევენ მათ მყისიერ განადგურებას.
• ელექსირის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა წამლების გამოყენების შემცირება/ჩანაცვლება, რის შედეგადაც ვიღებთ ეკოლოგიურად სუფთა, ორგანულ პროდუქტს.

უპირატესობები:
• ზღვის პროდუქტების მოშენების, ზრდის და გამრავლების ყველა ეტაპზე გადარჩენის მაღალი მაჩვენებელი 25–80%-მდე;
• ქვირითის დალიფსიტის სტადიაზე ინფექციური დაავადებების ეფექტური კონტროლი;
• ამაღლებს სხვადასხვა ავადმყოფობებისადმი წინააღმდეგობის უნარს, მათდამი მდგრადობასა და გამძლეობას;
• ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული პათოგენების წარმოქმნის რისკის მინიმუმამდე დაყვანა;
• წყალმცენარეების ზრდის ეფექტური კონტროლი;
• კვების ხარისხის გაუმჯობესება და ნარჩენი პროდუქტების მავნე ზეგავლენის გამორიცხვა;
• მისი გამოყენება არის სრულიად უსაფრთხო ადამიანებისათვის და ცხოველებისთვის, არ საჭიროებს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს;
• ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი;
• არ გააჩნია გვერდითი მოვლენები და არ ტოვებს მავნე ნარჩენებს;
• არ საჭიროებს განსაკუთრებულ ტრანსპორტირებას.

გამოყენება და დოზირება:
აუზის დაბალი დაბინძურების შემთხვევაში მინიმალური სამუშაო კონცენტრაცია - 0.1 % (1 ლიტრი კონცენტრატი "ელექსირი თევზისთვის" 1 000 ლ წყალზე). უფრო მაღალი კონცენტრაციის გამოყენებისას, აუცილებელია სახეობის მიხედვით შესაბამისი ოპტიმალური წყლის მაჩვენებლის დაცვა/კონტროლი (pH, ORP).

ვრცლად:
თევზისა და კრევეტების მეურნეობაში ძირითად პრობლემას წარმოადგენს აუზის მიკროორგანიზმებით დაბინძურებული წყალი და დაბალი დონის, კონტამინირებული საკვები. „ელექსირის“ გამოყენება ქმნის თევზისა და კრევეტების მეურნეობის აღმავლობის ახალ პერსპექტივებს: პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებით და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებით დაწყებული, ზრდის ხელშეწყობით და პროდუქტიულობის ამაღლებით დამთავრებული. კონცენტრატის განზავებული ხსნარით თევზის საკვები საშუალებების და აუზის წყლის ყოველდღიური დამუშავება არის ავადობის შემცირების ეფექტური საშუალება. ხსნარით გაჯერებული საკვების თევზებს მიწოდებით ვერიდებით წყლის დაბინძურებას საჭმლიდან.

შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 30 °C-მდე.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).

გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით.
შეუკვეთე ზარი