ელექსირი საწარმოებისთვის

 
მაღალი ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაკმაყოფილება, ნებისმიერი საწარმოსთვის არამხოლოდ თანამშრომლის სამსახურით კმაყოფილების, არამედ შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებთან თანხვედრაში ყოფნისთვისაც აუცილებელია.
წარმოგიდგენთ საწარმოების შეუფერხებელი მუშაობისთვის აუცილებელ სადენზიფექციო საშუალებებს,  რომლებიც გამოიყენება პერსონალის ხელის ჰიგიენისთვის, დანადგარების და მოწყობილობებისთვის,  ინვენტარის, ზედაპირების და სველი წერტილების დამუშავებისთვის.

საწარმოებისთვის განსაზღვრულ პაკეტში ფასდაკლებით შესაძლებელია შემდეგი პროდუქციის მიღება:

გამოიყენება პერსონალის სისუფთავისთვის, ხელების სრული დეზინფექციისთვის, ხელზე დატანისას და გადანაწილების შემდეგ 20 წამში ხელი სუფთავდება მავნე ორგანიზმებისგან.

სადეზინფექციო ხსნარი დანადგარების, ხელსაწყოების, მილების და სხვა საწარმოო ატრიბუტებისთვის.  ელექსირი ეფექტურად ებრძვის კვების მრეწველობისთვის დამახასიათებელ სოკოებს, ბაქტერიებს. იცავს ინვენტარს არასასურველი ბიოაპკებისგან. იცავს სისტემას კოროზიისგან. 
გამოიყენება კედლების, ჭერის, იატაკის, კარების და სხვა ზედაპირების დეზინფექციისთვის. მისი გამოყენების შემთხვევაში პროდუქტი ახდენს ზედაპირების დეზინფექციას ქლორის მძიმე სუნის გარეშე. ახდენს ბაქტერიული აპკების და სხვა ბიოლოგიური ნადების სწრაფ მოშორებას. 

სადეზინფექციო საშუალება ჰიგიენის უზრუნველყოფისთვის და სანიტარიზაციისთვის, რომელიც ქლორის საფუძველზე დამზადებული სხვა სანიტარული საშუალებების ეფექტური და უსაფრთხო ჩამნაცვლებელია. ტოქსიკური ნაერთების წარმოქნის არიდებით ასუფთავებს და იცავს სველ წერტილებში არსებულ ზედაპირებს სხვადასხვა სახეობის პათოგენებისგან, ებრძვის სადრენაჟე არხებიდან (ტრაპები) გამოპარულ არასასიამოვნო სუნს. 

პაკეტი ელექსირი საწარმოებისთვის 4:1
მომხმარებელს აძლევს საშუალებას მიიღოს თითოეულ პროდუქტზე ხელსაყრელი ფასი და შეამციროს პერსონალის და მომხმარებლების ჯანმრთელობის რისკები, რაც შესაძლებელია საწარმოში ბაქტერიული დაბინძურების კერების გაჩენით იყოს გამოწვეული. 

„ელექსირი“  წარმოადგენს შპს ინო-ლაბის ინოვაციურ პროდუქტს, დამზადებულია საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიით. 

ელექსირი არ შეიცავს ტოქსიკურ პესტიციდებს, აგროქიმიკატებს, უსაფრთხოა ადამიანისთვის და ცხოველებისთვის, რეკომენდებულია ორგანულ მეურნეობაში ბიო პროდუქტების საწარმოებლად.

აქტიურ კომპონენტებს აქვთ მკაცრად განსაზღვრული სპეციფიური მოქმედების პრინციპი, ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალის მაჩვენებლის მიხედვით, რაც გამორიცხავს მის არასასურველ, ტოქსიკურ ზეგავლენას ადამიანთა და ცხოველთა ორგანიზმებზე. აღნიშნული ეფექტი დასტურდება ავსტრიასა და საქართველოში ჩატარებული ტესტების მეშვეობით.