გახდი ჩვენი პარტნიორი

სადილერო შეთავაზება
„ელექსირი“ გახლავთ ელექტროაქტივირებული წყლის ბაზაზე დამზადებული ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ადამიანის, ცხოველების, ფრინველების, მცენარეების, ჰიგიენის, სანიტარიზაციისა და დეზინფექციისთვის (35 პროდუქტი).

მისი იდენტური პროდუქტი იწარმოება ევროკავშირში და რეგისტრირებულია ინფო იქს გენ (infoxgen.com) კატალოგში. მოპოვებული აქვს ევროკავშირის სურსათის უვნებლობის, ჰიგიენის, ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოების უმაღლესი შეფასება, ლიცენზიები და ნებართვები.

ელექსირის წარმოება საქართველოში ხორციელდება ლოკალური ბაზრის კვლევისა და ანალიზის საფუძველზე.

2018 წლის თებერვლიდან, 6 თვის განმავლობაში, ჩატარდა ტესტირებები საქართველოში დადგენილი წესით, ღია და დახურულ გრუნტზე, ერთეულ ცხოველებსა და ცხოველთა ჯგუფზე, ფრინველებსა და თევზზე. შედეგად, ეფექტურობა გარანტირებულია და დადგენილი წესით გამოყენებისას ელექსირი საფრთხეს არ წარმოადგენს გარემოს, ადამიანის, ცხოველისა და მცენარეებისათვის.

ელექსირის პროდუქტების საცალო სარეალიზაციო ფასი დგინდება კომპანიის მიერ და წარმოდგენილია ვებ გვერდზე www.elixir.ge

სადილერო შეთავაზება გახლავთ ორი ტიპის:
a) კონსიგნაცია - თანხის გადახდა ხორციელდება დილერის მიერ პროდუქციის რეალიზაციის შემდეგ - საკომისიო შეადგენს პროდუქტის ფასის 10%;
b) წინასწარი შესყიდვა - თანხის გადახდა ხორციელდება შეკვეთის გაფორმებისას - საკომისიო შეადგენს პროდუქტის ფასის 30%.

რეკომენდებულია, დილერის თანამშრომლების უსასყიდლო გადამზადება ელექსირის მწარმოებელი კომპანიის ოფისის ბაზაზე.

წარმატებული თანამშრომლობის მოლოდინში.


შეუკვეთე ზარი