მოქმედების პრინციპი






ქვექლოროვანი მჟავა და ჰიპოქლორიტი წარმოადგენენ ძლიერ დამჟანგველ ნივთიერებებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ პათოგენური ბაქტერიების გაუვნებელყოფაში. ცეოლითი წარმოადგენს ბუნებრივ მინერალს, რომლის ძირითად დადებით თვისებად შეგვიძლია აღვნიშნოთ აქტიური კომპონენტების სტაბილიზაცია და ადსორბენტის, მაკონცეტრირებელი როლის შესრულება, რაც უზრუნველყოფს მდგრადი საფარის წარმოქმნას მცენარის ზედაპირზე.
იმისთვის, რომ უფრო ადვილად გასაგები გახდეს პროდუქციის თავისებურებები და მექანიზმები, სასურველია ზოგადად განვიხილოთ „ელექსირი - წყალი სისოცხლისთვის“ ჩამოსასხმელი დანადგარის მუშაობის პრინციპი. გარკვეული შემადგენლობის მარილების წყალხსნარი ექვემდებარება ელექტროლიზს, ელექტრული დენით აქტივაციას , რის შედეგად მიიღება რეაქციის უნარიანი ელემენტები. მათ ახასიათებთ მაღალი ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი, ანუ გარრკვეული ელექტროქიმიური პარამეტრი, რომლის მაღალი მნიშვნელობა განაპირობებს შემავალი კომპონენტების ბაქტერიოციდულ თვისებებს.
გამომდინარე იქიდან, რომ „ელქსირის“ აქტიური კომპონენტებსა და, მაგალითად, მავნე მიკროორგანიზმის უჯრედული კედელს შორის არსებობს ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალის მაღალი სხვაობა, უჯრედი ზიანდება და კარგავს სიცოცხლისუნარიანობას. შემადგენელი კომპონენტების ფარდობა და ქიმიური მაჩვენებლები შერჩეულია იმის გათვალისწინებით, რომ რაც შეიძლება უფრო ეფექტურად შეებრძოლონ ისეთ მიკროორგანიზმებს, რომელიც ამათუიმ სფეროსთვისაა დამახასიათებელი, მაგალითად: მეღვინეობა, მესაქონლეობა ან სამედიწინო დაწესებულებები.
მოქმედების პრინციპი ერთნაირია ყველა მავნე ორგანიზმისთვის და მდგომარეობს იმაში, რომ გააქტივირებული წყალი იწვევს უჯრედის ჟანგვით (ოქსიდატიურ) სტრესს.
აღქმის გასაადვილებლად საკმარისია გავიხსენოთ ის, რომ ელექტრული დენის მიმართულება განისაზღვრება ელექტრონების კონცენტრაციით: ელექტრონები იმ მიმართულებით მიდიან, სადაც მათი სიმცირე არსებობს. იგივე ხდება ჩვენს პროდუქციის შემთხვევაში. მაღალი ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი ნიშნავს „ელექტრონების სიჭარბეს“. მაგრამ უარყოფით ბაქტერიებს (მაგ., ნაწლავის ჩხირი) ახასიათებთ „ელექტრონების სიმცირე“, ანუ დაბალი ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი. ზუსტად წარმოქმნილი „დენი“ კლავს ბაქტერიას, რთავს მასში ოქსიდატიური სტრესის პროცესებს. მაგალითად, ფოსფოლიპიდ DPPC (Dipalmitoylphosphatidylcholine), უჯრედული კედლის შემადგენლის კომპონენტის რედოქს პოტენციალი - +220mV, ხოლო ClO-/Cl2 – +1630 mV სტანდართულ პირობებში. ზუსტად ამ „მუხტების“ სხვაობა განაპირობებს „დენის“ წარმოქმნას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წარმართავს სპონტანურ ქიმიურ რეაქციას.
ჩვენი პროდუქციის უპირატესობის ხაზგასასმელად უნდა აღინიშნოს, რომ რექციაში შეუსვლელი აქტიური კომპონენტები ნადგურდებიან დროის მოკლე პერიოდში, რაც განაპირობებს მიღებული პროდუქციის უსაფრთხოებას. ასევე აღსანიშნავია ის, რომ როგორც აქტრიური კომპონენტები, ასევე რეაქციის გვერდითი პროდუქტები, რომელიც წარმოიქმნება ხსნარის მოქმედების შედეგად, ადვილად ჩამოირეცხება გამდინარე წყლით.
აღსანიშნავია, რომ აქტიურ კომპონენტებს აქვთ მკაცრად განსაზღვრული სპეციფიური მოქმედების პრინციპი, იმ ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი მნიშვნელობის მიხედვით, რაც გამორიცხავს მის არასასურველ, ტოკსიქურ გავლენას ადამიანთა და ცხოველთა ორგანიზმებზე. ეს ეფექტი დადასტურებულია ავსტრიული კვლევების შედეგად.
შეუკვეთე ზარი