„ელექსირი“ და „საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია“ დამეგობრდნენ!

„ელექსირი" გახლავთ ქართული სტარტაპი, რომელიც აწარმოებს 40-მდე ინოვაციურ პროდუქტს,  „ელექსირის“ პროდუქცია გამოიყენება ადამიანის, ცხოველების, ფრინველების, მცენარეების, ჰიგიენის, სანიტარიზაციის და დეზინფექციისთვის. 

„ელექსირისთვის“ გაცემული სერთიფიკატები, ლიცენზიები, ადგილობრივი და საერთაშორისო ლაბორატორიული კვლევები, ცხადყოფს რომ პროდუქცია არის ეკოლოგიურად სუფთა, ადამიანისთვის უვნებელი და ეფექტური საშუალება მავნე მიკროორგანიზმების, ბაქტერიერიების, სოკოებისა და ვირუსების წინააღმდეგ.

გარდა ოფიციალურად მიღებული სერთიფიკატებისა და ლიცენზიებისა, ასევე კომპანიას გააჩნია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ყველა მათ მიერ განხორციელებული სოციალური აქტივობა მიმართულია მომხმარებლების კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ, გარდა ამისა „ელექსირი“ აქტიურად არის ჩართული ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებში და რიგ შემთხვევებში, სრულიად უფასოდ აქვს გაცემული „ელექსირის“ სადეზინფექციო ხსნარები.

ამჯერად „ელექსირი“ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს აფორმებს.  რომლის ფარგლებშიც, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ათივე კლუბს სადეზინფექციო საშუალებებსა და მოწყობილობებს გადასცემს. ამასთან ერთად ყველა მატჩის წინ მასპინძელი სტადიონი "ელექსირის" სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდება. აგრეთვე, ფეხბურთის ფედერაციას უფასოდ გადაეცემა, ისეთი საჭირო პროდუქცია როგორიცაა:
• კედლის დისპენსერები, 
აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავს, რომ სპორტულ ღონისძიებებზე ვირუსის გავრცელების რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
კომპანიაში მუდმივად გამოთქვამენ თანამშრომლობის მზადყოფნას ყველა ორგანიზაციასთან, რომლებიც დგანან კორონავირუსით გამოწვეული საფრთხეების წინაშე.  
 
11.06.2020