„ელექსირის” პროდუქციის შეძენა უკვე extra.ge -ს ვებ გვერდიდანაც შესაძლებელია

 
ელექსირსა და extra.ge შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რის შემდეგაც ექსტრას მულტივენდორულ ვებ გვერდზე „ელექსირის" პროდუქციაც იქნება წარმოდგენილი. 

Extra.ge არის საქართველოში პირველი მულტივენდორული ონლაინ მარკეტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში არსებულ ბრენდებსა და მათი პროდუქციის ფართო სპექტრს.  

ელექსირი 40 მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს, რომელიც გახლავთ ადამიანისთვის უვნებელი და ეკოლოგიურად სუფთა, პროდუქცია მოცემულია 4 ძირითად კატეგორიაში და გამოიყენება: ადამიანის, ცხოველების, ფრინველების, მცენარეების, ჰიგიენის, სანიტარიზაციის და დეზინფექციისთვის. სერთიფიკატები, ნებართვები, საერთაშორისო და ადგილობრივი ლაბორატორიული კვლევები კი ადასტურებენ „ელექსირის“ მაღალ ეფექტურობას.

Extra.ge -ის ვებ გვერდზე უკვე დამატებულია ელექსირის მარკეტი, სადაც ყოველ დღე ემატება ჩვენი პროდუქცია, რათა მომხარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს საუკეთესო ხარისხის სადეზინფექციო ხსნარები, ვეტერინარული და აგრო მიმართულების პროდუქტები.
27.05.2020