ბიოსადეზინფექციო საშუალება "ელექსირი" კორონავირუსს კლავს

 
მსოფლიო TOP კვლევითი ორგანიზაციის, გერმანული რობერტ კოხის ინსტიტუტის ჰიგიენის ცენტრალურ ლაბორატორიაში საკმაოდ ძვირადღირებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში წარმოებული "ელექსირი" კორონავირუსს კლავს. კვლევა ჩატარდა ევროპული სტანდარტით EN-14476

ინოვაციური პროდუქტი „ელექსირი“ არის ბიოლოგიურად სუფთა, არატოქსიკური, საკვებთავსებადი პრეპარატი, წარმოებული საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით, იგი ეფექტურად ებრძვის მავნე მიკროორგანიზმებს, სოკოებს, ბაქტერიებსა და ვირუსებს.

„ელექსირი" კომპანია „ინო-ლაბში“ იწარმოება და ის დღემდე ბევრი საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელია, მათ შორის ხარისხის ნიშანი, ISO 9001, ISO 22000 და სხვა.

"ელექსირი" - ინტელექტუალური საკუთრების უფლებით დაცული სამარკო ნიშანია, რომელიც ბაზარზე 40-მდე პროდუქტითაა წარმოდგენილი.  

მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის ფონზე კი სადენზიფექციო საშუალებებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. 
საგანგებო მდგომარეობის პირობებში კომპანია „ინო-ლაბმა" წარმოება არათუ შეინარჩუნა, არამედ 5-ჯერ გაზარდა მოცულობები, გადავიდა 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე, თანამშრომლებს 50%-ით გაუზარდა შრომის ანაზღაურება, მკვეთრად შეამცირა სარეალიზაციო ფასები და მთელ საქართველოს ერთადერთ ბიოლოგიურად სუფთა, ეკოლოგიურ, ხელმისაწვდომ და ევროპაში აღიარებულ სადეზინფექციო საშუალებებს აწვდის, რაც კლავს კორონავირუსს.

საწარმო ფლობს ხარისხის უმაღლეს ნიშანს, სურსათის უვნებლობისა და მენეჯმენტის აისო სტანდარტებს, აგრო სერტიფიკატებსა და რაც მთავარია დაავადებათა კონტროლის ცენტრში გაცემულ სადეზინფექციო პრეპარატის შესაბამის სერტიფიკატს.
 
13 აპრილს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან გაფორმდა თანამშორმლობის მემორანდუმი და უსასყიდლოდ  გადაეცა 1000 ლიტრი ხელის სადეზინფექციო საშუალება ელექსირი, რომელიც გამოიყენება კორონავირუსის წინააღმდეგ.
13.04.2020