ჩვენ შესახებ

"ინო-ლაბი" ეს არის ინოვაციების ლაბორატორია, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების წარმოებას.
ევროპის წამყვანი კვლევითი ლაბორატორიების ცნობილი მეცნიერების მონაწილეობით და საერთაშორისო პატენტების მფლობელი გამომგონებლების უახლესი მიღწევების გათვალისწინებით, შეიქმნა შპს „ინო-ლაბის“ პირველი უნიკალური პროდუქტი, ეკოლოგიურად სუფთა, მაღალტექნოლოგიური, ხსნარი „ელექსირი“ რომელიც გამოიყენება: ადამიანის, ცხოველების, ფრინველების, მცენარეების, ჰიგიენის, სანიტარიზაციის და დეზინფექციისთვის. ის უვნებელია გარემოს, ადამიანის და სხვა არამავნე ცოცხალი ორგანიზმებისათვის.
„ელექსირის" ბრენდის ქვეშ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ვაწარმოებთ პროდუქტებს, რომლებსაც აქვს ზუსტად იგივე დანიშნულება, მახასიათებლები, შემადგენლობა, დოზირების და გამოყენების სფერო. იწარმოება ზუსტად იგივე სახის დანადგარით და ტექნოლოგიებით, როგორც საქართველოში.
„ელექსირის“ პროდუქცია აგროსექტორისთვის არის ცხოველების და მცენარეების ჯანსაღი და პროდუქტიული განვითარების დამხმარე საშუალება, ხოლო „ელექსირის“ სადეზინფექციო საშუალებები იდეალურია სანიტარ-ჰიგიენური მიზნებისთვის მრეწველობაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. „ელექსირის“ კონცენტრატები მზადდება ელექტროაქტივირებული წყლის, ქვექლოროვანი მჟავის (HCIO), ნატრიუმის ჰიპოქლორიტის (NaClO) და ზოგიერთ სახეობაში ცეოლით-კლინოპთილოლითის საფუძველზე. „ელექსირის“ პროდუქცია არ შეიცავს ტოქსიკურ პესტიციდებს, აგროქიმიკატებს, უსაფრთხოა ადამიანისთვის და ცხოველებისთვის, რეკომენდებულია ორგანულ მეურნეობაში ბიო პროდუქტების საწარმოებლად.


პრეზენტაცია