ხელის დეზინფექციისთვის (5 ლ)
კოდი : 4860114170565
ფასი : 200 ლარი
ფასდაკლება : 100 ლარი
აღწერა
სადეზინფექციო საშუალება ხელის ჰიგიენისთვის

„ელექსირი ხელის დეზინფექციისთვის“ არის ინოვაციური, ადამიანისთვის უვნებელი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, დამზადებულია საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს / დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ სერტიფიცირებული.
შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციას, იხილეთ უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი (Safety data sheet)
ხელების სწრაფი დეზინფექცია და დატენიანება სპირტებისა და ზედაპირულად აქტიური ნივთიერების გარეში, სულ რაღაც 20-30 წამში. ასუფთავებს და იცავს თქვენს ხელებს ვრცელი რიგი პათოგენების წინააღმდეგ, კლავს ბაქტერიულ სპორებს, ვირუსებს და სოკოებს.



შედეგიანობა:
  • ხელის საიმედო დეზინფექცია 20 წამში; ქირურგიული დონის დეზინფექცია მიიღწევა 30 წამში;
  • გამოსადეგია გამშრალი კანის დასატენიანებლად;
  • ახასიათებს ფართო მოქმედების სპექტრი ბაქტერიებსა და მათი სპორების (Enterobacter, Escherichia, Klebsiella, Salmonella, Staphylococcus, Enterococcus, etc.), სოკოების (Candida albicans), ვირუსების (HBV, HIV, HCV, Herpes simplex, influenza A, SARS Coronavirus, Adenovirus, etc.) და უმარტივესების წინააღმდეგ;
  • იდეალურია მოგზაურობებში და ლაშქრობებში;
  • სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივი ტრანსპორტში მგზავრობის შემდეგ ხელების დასამუშავებლად;
  • კვების ობიექტებში (რესტორნები, კაფეები...);
  • არ შეიცავს მავნე საღებავებს, არომატიზატორებს ან გამაღიზიანებელ ნივთიერებებს (სპირტები, დეტერგენტები);
  • არ აღიზიანებს კანს, თვალებს და ლორწოვან გარსს არატოქსიკური გვერდითი პროდუქტების წარმოქმნით (ქლორიდები - Cl-, ქლორიტები - ClO2-, ქლორატები - ClO3-)
  • შესაფერისია ყველა ჰიგიენასთან დაკავშირებულ სფეროში როგორიცაა ჯანდაცვა, მრეწველობა, ჰიგიენის დაცვა სახლის პირობებში, საექთნო საქმე, ჩვილთა მოვლა;
 
შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული სითხე 99%, NaClO - 0.038% , HClO - 0.035%.
 
დოზირება: შეასხურეთ და გაანაწილეთ კანის ზედაპირზე. დააყოვნეთ მინიმუმ 20 წმ (ქირურგიული დეზინფექციისთვის - 30 წმ). ბოლომდე შეაშრეთ სითხე და არ ჩამოიბანოთ.
 
განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ თითის წვერებსა და ცერა თითს, თითებს შუა ქვედა ნაკეცებს, ფრჩხილების ქვედა ზედაპირს. დამუშავების პროცესში ხელები მთლიანად უნდა იყოს დატენიანებული სითხით.
 
შესაძლებელია პროცედურის გამეორება რამდენიმეჯერ.
 
შენახვის ვადა: 1 წელი
 
პერსონალური უსაფრთხოება: არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სასუნთქი გზების, ხელების, თვალების და სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.
 
პირველადი დახმარება: პირის ღრუში მოხვედრისას, რამდენჯერმე გამოივლეთ დიდი რაოდენობის სასმელი წყალი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
 
გაფრთხილება: მგრძნობიარე კანის დამუშავებისას გვერდითი ეფექტების გაჩენის შემთხვევაში (კანის გაწითლება, ქავილის გრძნობა) გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.