ელექსირი კარტოფილისთვის
ფასი : 2.5 ლარი
აღწერა
კარტოფილის და ჭარხლის დამხმარე საშუალება

100 მილილიტრი - 2.50 ლარი

ფორმა: ელექტროაქტივირებული წყლის საფუძველზე დამზადებული შესასხურებელი ხსნარი.

გამოყენების ფორმა: აეროზოლი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული, ფუნგიციდური, ვიროციდული დამხმარე საშუალება.

შემადგენლობა: ქლორის მსუბუქი სუნის მქონე ხსნარი, რომელიც შეიცავს: NaCl - 0.26%, HClO - 0.045%, ClO - - 0.005%, ცეოლითი - 0,02 %.

დანიშნულება:
• კარტოფილისა და ჭარხლის დამხმარე საშუალება.
• მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა.
• სოკავანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენცია.

დახასიათება:
• არ შეიცავს ადამიანისთვის და ცხოველებისთვის საზიანო ქიმიკატებს და გამოიყენება ბიო პროდუქტების საწარმოებლად.
• აქვს მაღალი რედოქს პოტენციალი და ზემოქმედების ფართო სპექტრი.
• მაღალი დამჟანგველი თვისებების მქონე აქტიური ნივთიერებები ეფექტურად ებრძვიან მავნე მიკროორგანიზმებს და იწვევენ მათ მყისიერ განადგურებას.
• შესაწამლი აპარატების მეშვეობით ხდება ელექსირის მოხვედრა მცენარეზე და მისი უმალვე შეთვისება. წარმოქმნის დამცავ საფარს.
• ელექსირის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება/ჩანაცვლება, რის შედეგადაც ვიღებთ ეკოლოგიურად სუფთა, ორგანულ პროდუქტს.

გამოიყენება კარტოფილისა და ჭარხლის დაავადებების წინააღმდეგ, როგორებიცაა:
• კარტოფილის ფოთლების დახვევის ვირუსი
კარტოფილის შტოს სიჭრელე, კონტრასტული ფიგურული მოზაიკა
ალტერნარიოზი, ჭარხლის შავი ლაქიანობა - Alternaria tenuis

მწერებისაგან მიყენებული დაზიანებების წინააღმდეგ:

• მუქი ტკაცუნა (Agriotes opscurus)
• კოლორადოს კარტოფილის ხოჭო (Leptinorasa decemlineata)
• ბუგრები: ჭარხლის ანუ ცერცვის ბუგრი (Aphis fabae), ატმის ორანჟერიის ანუ თამბაქოს ბუგრი (Myzodes persicae)
• დასავლეთის მაისის ღრაჭა (Melolontha melolontha), აღმოსავლეთის მაისის ღრაჭა (Melolontha hippocastani)
• შემოდგომის ნათესების ხვატარი (Agrotis segetum)

ნემატოდების მიერ გამოწვეულ დაზიანებების პრევენციისთვის, როგორებიცაა:

• კარტოფილის ოქროსფერი ნემატოდა (Globodera rostochiensis)
• კარტოფილის ღეროს ნემატოდა (Ditylenchus dispaci)

უპირატესობანი:
• საშუალებას იძლევა აწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა,  სხვა მავნე ზემოქმედების რისკისგან თავისუფალი პროდუქტები.
• მისი გამოყენება არის სრულიად უსაფრთხო ადამიანებისათვის, ცხოველებითვის და ფუტკრებისთვის, არ საჭიროებს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს. 
• ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი. 
• არ საჭიროებს განსაკუთრებულ ტრანსპორტირებას.
• ხელს უწყობს  ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას.
• აძლიერებს იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.

გამოყენება და დოზირება:
• მცენარეთა დასაცავად გამოიყენება ონკანის ან ჭის წყალში განზავებული კონცეტრატი, რის შედეგადაც ელექსირის მცენარეზე განაწილება ხდება შესასხურებელი აპარატის მეშვეობით.
• ავზში ან სხვა ჭურჭელში ჩაასხით საჭირო რაოდენობის წყლის ნახევარი, დაუმატეთ კონცენტრატის მითითებული რაოდენობა, კარგად მოურიეთ/შეანჯღრიეთ და დაამატეთ დარჩენილი ნახევარი წყალი.
მჭიდროდ დაახურეთ სახურავი და გამოიყენეთ დანიშნულებისამებრ განზავებიდან მცირე დროის განმავლობაში.

გამოყენების ხანგრძლივობა და სიხშირე:
8-10 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)
3 დღეში ერთხელ (ინფექციის მკურნალობის მიზნით)

• ყვავილობამდე: 100 მლ კონცენტრატი ,,ელექსირი კარტოფილისთვის’’ გააზავეთ 12 ლიტრ წყალში - გამოიყენება 0.02 ჰა-ზე.
• ყვავილობისას:  200 მლ კონცენტრატი "ელექსირი კარტოფილისთვის" გააზავეთ 12 ლიტრ წყალში - გამოიყენება 0.02 ჰა-ზე.

• დაავადებათა პრევენციის მიზნით, რეგულარული ინტერვალებით, მცენარის ზრდის პერიოდშიც, გამოიყენება იგივე ხსნარი.

შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ტემპერატურა: +4 ° to 30 ° C.
შენახვის ვადა: გაუხსნელი კონტეინერის შენახვის ვადა 1 წელი. 
გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურავით.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ წვიმის წინ ან ყინვის დროს!

შეუკვეთე ზარი