ელექსირი სასათბურე კულტურებისთვის
ფასი : 2.5 ლარი
აღწერა
სასათბურე კულტურების დამცავი საშუალება

100 მილილიტრი - 2.50 ლარი

ფორმა: ელექტროაქტივირებული წყლის საფუძველზე შექმნილი კონცენტრირებული ხსნარი.

გამოყენების ფორმა: სითხე, აეროზოლი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული, ფუნგიციდური და ვიროციდული საშუალება.

შემადგენლობა: ქლორის მსუბუქი სუნის მქონე ხსნარი, რომელიც შეიცავს: NaCl - 0.26 %, HClO - 0.045 %, ClO - - 0.005 %, ცეოლითი - 0,02 %.

დანიშნულება:
• სასათბურე კულტურების (მწვანილები, ღეროვანი ბოსტნეულები, ხილ-ბოსტნეული) დამხმარე საშუალება.
• მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა.
• სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენცია.

დახასიათება:
• არ შეიცავს ადამიანისთვის და ცხოველებისთვის საზიანო ქიმიკატებს და გამოიყენება ბიო პროდუქტების საწარმოებლად.
• აქვს მაღალი რედოქს პოტენციალი და ზემოქმედების ფართო სპექტრი.
• მაღალი დამჟანგველი თვისებების მქონე აქტიური ნივთიერებები ეფექტურად ებრძვიან მავნე მიკროორგანიზმებს და იწვევს მათ მყისიერ განადგურებას.
• შესაწამლი აპარატების მეშვეობით ხდება ელექსირის მოხვედრა მცენარეზე და მისი უმალვე შეთვისება. წარმოქმნის დამცავ საფარს.
• ელექსირის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება/ჩანაცვლება, რის შედეგადაც ვიღებთ ეკოლოგიურად სუფთა, ორგანულ პროდუქტს.

1. სოკოვანი დაავადებების დროს, როგორიცაა:
2. ბაქტერიული დაავადებებისას, როგორიცაა:

3. ვირუსული დაავადებების და მწერებისაგან მიყენებული დაზიანებების წინააღმდეგ.

უპირატესობანი:
• საშუალებას იძლევა აწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა,  სხვა მავნე ზემოქმედების რისკისგან თავისუფალი პროდუქტები.
• მისი გამოყენება არის სრულიად უსაფრთხო ადამიანებისათვის და ცხოველებითვის, არ საჭიროებს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს.
• ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი.
• არ საჭიროებს განსაკუთრებულ ტრანსპორტირებას.
• ხელს უწყობს სასათბურე კულტურების ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას. 
• აძლიერებს სასათბურე კულტურების იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.

გამოყენება და დოზირება:
• მცენარეთა დასაცავად გამოიყენება ონკანის ან ჭის წყალში განზავებული კონცეტრატი, რის შედეგადაც ელექსირის მცენარეზე განაწილება ხდება შესასხურებელი აპარატის მეშვეობით.
• ავზში ან სხვა ჭურჭელში ჩაასხით საჭირო რაოდენობის წყლის ნახევარი, დაუმატეთ კონცენტრატის მითითებული რაოდენობა, კარგად მოურიეთ/შეანჯღრიეთ და დაამატეთ დარჩენილი ნახევარი წყალი. მჭიდროდ დაახურეთ სახურავი და გამოიყენეთ დანიშნულებისამებრ განზავებიდან მცირე დროის განმავლობაში.

გამოყენების ხანგრძლივობა და სიხშირე:
8-10 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)
3 დღეში ერთელ (ინფექციის მკურნალობის მიზნით)

• ყვავილობამდე: 100 მლ კონცენტრატი ,,ელექსირი სასათბურე კულტურისთვის’’ გააზავეთ 6 ლიტრ წყალში - გამოიყენება 0.02 ჰა-ზე.
• ყვავილობისას:  200 მლ კონცენტრატი "ელექსირი სასათბურე კულტურებისთვის" გააზავეთ 6 ლიტრ წყალში - გამოიყენება 0.02 ჰა-ზე.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ წვიმის წინ ან ყინვის დროს!


შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 30 ° C-მდე.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).
გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურავით.
შეუკვეთე ზარი