წყლის მიწოდების სისტემის დეზინფექციისთვის
ფასი : 10 ლარი
აღწერა
სადეზინფექციო საშუალება ჰიგიენის უზრუნველოყოფისთვის და სანიტარიზაციისთვის.

„ელექსირი წყლის მიწოდების სისტემების დეზინფექციისთვის“ ა
რის ინოვაციური, ადამიანისთვის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. დამზადებულია საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიით.
გაზობრივი ქლორის, ქლორის დიოქსიდის, UV-სინათლისა და სხვა სადეზინფექციო საშუალებების ეფექტური ჩამნაცვლებელი. ტოქსიკური ნაერთების წარმოქნის არიდებით ასუფთავებს წყალმომარაგების სისტემის მილებს, არ იწვევს კოროზიას. ეფექტურად ებრძვის და შლის ბაქტერიულ აპკებს.

 



შედეგიანობა:
  • ყოველდღიური დეზინფექცია რეზისტენტული პათოგენების გაჩენის გარეშე;
  • ახასიათებს ფართო მოქმედების სპექტრი ბაქტერიებსა და მათი სპორების, სოკოების, ვირუსების და უმარტივესების მიმართ;
  • მძლავრი სპორაციდული საშუალება (Giardia (ლამბლია), Cryptosporidium) სხვა სადეზინფექციო საშუალებებთან შედარებით;
  • საიმედო დაზღვევა წყლის არასასურველი სუნისგან და მილებში გაჩენილი ორგანული ნადებისგან;
  • უვნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის არატოქსიკური გვერდითი პროდუქტების წარმოქმნით (ქლორიდები - Cl-, ქლორიტები - ClO2-, ქლორატები - ClO3-)
  • ეფექტურად გამოიყენება მუნიციპალიტეტებში, ქალაქების წყალმომარაგების სისტემებში, წარმოებაში და ინდუსტრიაში წყლის გასუფთავებისთვის;
  • ახდენს წყლის აყვავების და წყალმცენარეების ზრდის ეფექტურ კონტროლს.

 

შემადგენლობა:ელექტროაქტივირებული წყალი: NaClO - 0.10-0.18% , HClO - 0.11-0.18%.
დოზირება: შეურიეთ წყალში 0.1% ხსნარის მისაღებად (1 ლ კონცენტრატი 1000 ლ წყალზე). წყლის დაბალი ხარისხის შემთხვევაში გამოიყენეთ 0.3-0.5% ხსნარი.
შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 30 °C-მდე.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).
გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით.

 

შეუკვეთე ზარი