სამედიცინო დაწესებულებისთვის
ფასი : 10 ლარი
აღწერა
სადეზინფექციო საშუალება ჰიგიენის უზრუნველოყოფისთვის და სანიტარიზაციისთვის.


„ელექსირი სამედიცინო დაწესებულებისთვის“ არის ინოვაციური, ადამიანისთვის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. დამზადებულია საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიით.
ჰიპოქლორიტების, ოზონის, UV-სინათლისა და სხვა სადეზინფექციო საშუალებების ეფექტური ჩამნაცვლებელი. შემავალი კომპონენტების მაღალი ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი და დამჟანგველი თვისებები უზრუნველყოფენ ჰიგიენის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას სამედიცინო დაწესებულებში,  ოჯახში მწოლიარე ავადმყოფების ოთახებში. ეფექტურად ებრძვის და შლის ბაქტერიულ აპკებს.




შედეგიანობა:

  • ყოველდღიური დეზინფექცია რეზისტენტული პათოგენების გაჩენის გარეშე;
  • ახასიათებს ფართო მოქმედების სპექტრი ბაქტერიებსა და მათი სპორების (Bacillus, Clostridium, Escherichia, Staphylococcus, Streptococcus, etc.), სოკოების (Candida albicans), ვირუსების (HBV, HIV, HCV, Influenza A, SARS Coronavirus, Adenovirus, etc.) და უმარტივესების წინააღმდეგ;
  • მძლავრი სპორაციდული საშუალება სხვა სადეზინფექციო საშუალებებთან შედარებით (Giardia (ლამბლია), Cryptosporidium);
  • სამედიცინო დაწესებულების სივრცეებში,  ოჯახში მწოლიარე ავადმყოფების ოთახებში არსებული ზედაპირების საიმედო დასუფთავება ბაქტერიული აპკების დაშლით;
  • სრულიად უსაფრთხოა ადამიანებისათვის და ცხოველებისთვის, არ საჭიროებს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს.

 




შემადგენლობა:
ელექტროაქტივირებული წყალი NaClO ≈ 0.027 % , HClO ≈ 0.017%.


გამოყენების წესი:
კონცენტრატი შეასხურეთ ზედაპირზე 20-25 სმ დაშორებიდან ზედაპირის სრულ დაფარვამდე. დააყოვნეთ 10 წამი. ჩამორეცხვა არ არის აუცილებელი.


შენახვის პირობები:
კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.

შენახვის ტემპერატურა:
+ 4 °C-დან + 30 °C-მდე.

ვარგისიანობის ვადა:
1 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).

გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით

 

 

შეუკვეთე ზარი