საოპერაციოებისთვის
ფასი : 10 ლარი
აღწერა
სადეზინფექციო საშუალება ჰიგიენის უზრუნველოყოფისთვის და სანიტარიზაციისთვის.

 

„ელექსირი საოპერაციოებისთვის“ არის ინოვაციური, ადამიანისთვის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. დამზადებულია საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიით.
გაზობრივი ქლორის, ქლორის დიოქსიდის, UV-სინათლისა და სხვა სადეზინფექციო საშუალებების ეფექტური ჩამნაცვლებელი. შემავალი კომპონენტების მაღალი ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი და დამჟანგველი თვისებები უზრუნველყოფენ ჰიგიენის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას საოპერაციოებში. ეფექტურად ებრძვის და შლის ბაქტერიულ აპკებს.

 




შედეგიანობა:

  • ყოველდღიური დეზინფექცია რეზისტენტული პათოგენების გაჩენის გარეშე;
  • ახასიათებს ფართო მოქმედების სპექტრი ბაქტერიებსა და მათი სპორების, სოკოების, ვირუსების და უმარტივესების მიმართ;
  • მძლავრი სპორაციდული საშუალება (Giardia (ლამბლია), Cryptosporidium) სხვა სადეზინფექციო საშუალებებთან შედარებით;
  • საოპერაციოებში არსებულ ზედაპირებს ასუფთავებს ტოქსიკური ნაერთების წარმოქნის არიდებით, ეფექტურად ებრძვის და შლის ბაქტერიულ აპკებს.

 


შემადგენლობა
: ელექტროაქტივირებული წყალი NaClO ≈ 0.18 % , HClO ≈ 0.11%.


გამოყენების წესი:
(ამ ეტაპზე მიმდინარეობს „ელექსირი სამედიცინო დაწესებულებისთვის“ ტესტირება. ტესტირების დამთავრებისთანავე საიტზე შესაბამისი ინფორმაცია დაიდება)


შენახვის პირობები:
კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.


შენახვის ტემპერატურა:
+ 4 °C-დან + 30 °C-მდე.

ვარგისიანობის ვადა:
1 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).

გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით

 

 

 

 

შეუკვეთე ზარი