ჭრილობისთვის და ნაკაწრებისთვის
ფასი : 10 ლარი
აღწერა
სადეზინფექციო საშუალება კანის მცირე დაზიანებების დასამუშავებლად.


„ელექსირი ჭრილობისთვის და ნაკაწრებისთვის“
არის ინოვაციური, ადამიანისთვის უვნებელი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. დამზადებულია საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიის გამოყენებით.
ახდენს დაზიანებული ადგილის სწრაფ დეზინფექციას პათოგენური მიკროორგანიზმებისგან. ტოქსიკური ნაერთების წარმოქნის არიდებით ასუფთავებს, იცავს თქვენს კანს. ხასიათდება დამატენიანებელი ეფექტით.





შედეგიანობა:

  • გამოსადეგია ჭრილობის ან ნაკაწრის დასამუშავებლად დაზიანებული ადგილის დეზინფექციისთვის
  • ახასიათებს ფართო მოქმედების სპექტრი ბაქტერიებსა და მათი სპორების (Staphylococcus, Streptococcus, Pseudomonas, Serratia, etc.), სოკოების (Candida albicans), ვირუსების (HBV, HIV, HCV, Herpes simplex, etc.) და უმარტივესების წინააღმდეგ
  • იდეალურია მოგზაურობებში და ლაშქრობებში პირველადი დახმარების საშუალების სახით
  • არ შეიცავს მავნე საღებრებს, არომატიზატორებს ან გამაღიზიანებელ ნივთიერებებს (სპირტები, დეტერგენტები)
  • არ აღიზიანებს კანს და ლორწოვან გარსს არატოქსიკური გვერდითი პროდუქტების წარმოქმნით (ქლორიდები - Cl-, ქლორიტები - ClO2-, ქლორატები - ClO3-)
  • შესაფერისია ისეთ ჰიგიენასთან დაკავშირებულ სფეროში როგორიცაა საექთნო საქმე და ჩვილთა მოვლა

 

 

შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული წყალი  NaClO - 0.15% , HClO - 0.14%.

დოზირება: დაზიანებული ადგილი მექანიკურად დაამუშავეთ სუფთა წყლით და ფრთხილად შეაშრეთ. შეასხურეთ „ელექსირის“ კონცენტრატი კანის დაზიანებულ ზედაპირის და გარშემო მიდამოების სრულ დატენიანებამდე. დააყოვნეთ მინიმუმ 20-30 წმ. ბოლომდე შეაშრეთ სითხე და არ ჩამოიბანოთ.
შესაძლებელია პროცედურის გამეორება რამდენიმეჯერ.

გაფრთხილება: მგრძნობიარე კანის დამუშავებისას გვერდითი ეფექტების გაჩენის შემთხვევაში (კანის გაწითლება, ქავილის გრძნობა) გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

 

შეუკვეთე ზარი