აუზებისთვის
ფასი : 10 ლარი
აღწერა
სადეზინფექციო საშუალება ჰიგიენის უზრუნველოყოფისთვის და სანიტარიზაციისთვის.

„ელექსირი აუზებისთვის" არის ინოვაციური, ადამიანისთვის უსაფრთხო და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში, ავსტრიული ტექნოლოგიით. ტოქსიკური ნაერთების წარმოქნის არიდებით ასუფთავებს ბასეინის წყალს, კლავს ბაქტერიულ სპორებს და სოკოებს, აშორებს ბაქტერიულ აპკებს აუზის კედლებიდან.






შედეგიანობა:


  • ახდენს მყისიერ დეზინფექციას ქლორის მძიმე სუნის გარეშე;
  • ახასიათებს ფართო მოქმედების სპექტრი ბაქტერიებსა და მათი სპორების ვირუსების  და უმარტივესების მიმართ;
  • მძლავრი სპორაციდული საშუალება (Giardia (ლამბლია), Cryptosporidium) სხვა სადეზინფექციო საშუალებებთან შედარებით;
  • ეფექტურად აკონტროლებს წყლის აყვავების და წყალმცენარეების ზრდის პროცესს;
  • საიმედო დაზღვევა წყლის არასასურველი სუნისგან;
  • არ აღიზიანებს კანს, თვალებს და ლორწოვან გარსს არატოქსიკური გვერდითი პროდუქტების წარმოქმნით;
  • არ იწვევს მეტალური ზედაპირების კოროზიას (დაჟანგვას).


შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული წყალი NaClO - 0.10-0.18% , HClO - 0.11-0.18%.
დოზირება: შეურიეთ წყალში 0.1% ხსნარის მისაღებად (1 ლ კონცენტრატი 1000 ლ წყალზე). წყლის დაბალი ხარისხის შემთხვევაში გამოიყენეთ 0.3-0.5% ხსნარი.
შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 30 °C-მდე.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).
გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით.

შეუკვეთე ზარი