ზეთოვანი კულტურებისთვის
ფასი : 29 ლარი
აღწერა
1 ლიტრი

 

ზეთოვანი კულტურების ზრდის და გაჯანსაღების დამხმარე საშუალება

„ელექსირი ზეთოვანი კულტურებისთვის" არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში, ავსტრიული ტექნოლოგიით. გამოიყენება მზესუმზირის, სოიას, ზეთისხილის, არაქისის და სხვა ზეთოვანი კულტურების ზრდის დამხმარე საშუალებად.








შედეგიანობა:

  • ეკოლოგიურად სუფთა მავნე ზემოქმედებისგან თავისუფალი ბიო პროდუქტის მიღება;
  • მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა;
  • ახდენს სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენციას;
  • ეფექტურად ებრძვის და მყისიერად ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს;
  • მაღალი რედოქს პოტენციალი და ზემოქმედების ფართო სპექტრი;
  • ეფექტურად ებრძვის და მყისიერად ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს;
  • ხდება სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება / ჩანაცვლება;
  • შესაწამლი აპარატების მეშვეობით ხდება ელექსირის მოხვედრა მცენარის ფოთლებზე და მისი უმალვე შეთვისების შედეგად წარმოქმნება დამცავ საფარი;
  • ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი;
  • ზრდის ზეთოვანი კულტურების ნაყოფიერებას და მოსავლიანობას;

 

 

გამოყენების ხანგრძლივობა და სიხშირე:

10-14 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)
დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში 3 დღეში ერთხელ (ინფექციის მკურნალობის მიზნით)

·         ყვავილობამდე: 5 ლიტრი ,,ელექსირი ზეთოვანი კულტურებისთვის’’ გააზავეთ 600 ლიტრ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე.

·         ყვავილობისას: 10 ლიტრი ,,ელექსირი ზეთოვანი კულტურებისთვის’’ გააზავეთ 600 ლიტრ წყალში - გამოიყენება 1 ჰა-ზე.

გამოყენება დამოკიდებულია მცენარის მწვანე საფარის სიმჭიდროვეზე და განვითარების სტადიებზე:

შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული წყალი: NaClO - 0.23 %, HClO - 0.05 %, ცეოლითი SiO2  - 0,07 %.

გამოყენება და დოზირება:
მცენარეთა დასაცავად გამოიყენება ონკანის ან ჭის წყალში განზავებული კონცეტრატი, რის შედეგადაც ელექსირის მცენარეზე განაწილება ხდება შესასხურებელი აპარატის მეშვეობით.

შენახვის პირობები:
კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.

შენახვის ტემპერატურა:
+ 4 °C-დან + 30 ° C-მდე.

ვარგისიანობის ვადა:
1 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).
გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ წვიმის წინ ან ყინვის დროს!

 

შეუკვეთე ზარი