მეღორეობისთვის
ფასი : 7 ლარი
ფასდაკლება : 3.5 ლარი
აღწერა
ცხოველთა ინფექციური დაავადებების პრევენცია/მკურნალობის გაადვილება

„ელექსირი მეღორეობისთვის“ არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში, ავსტრიული ტექნოლოგიით, რომელიც გამოიყენება ცხოველთა დაწყურებისთვის განკუთვნილი წყლის გაჯანსაღებისთვის, ინფექციური დაავადებების პრევენცია/მკურნალობის გაადვილებისთვის. ასევე ეფექტურია ინვენტარის სანიტარული დამუშავებისთვის 30 % იანი კონცენტრატის გამოყენებით.



შედეგიანობა:

  • ეკოლოგიურად სუფთა მავნე ზემოქმედებისგან თავისუფალი ბიო პროდუქტის მიღება;
  • ღორებში გავრცელებული ისეთ დაავადებებების მკურნალობის გაადვილება როგორიცაა დიარეა, ჩლიქის პათოლოგია, აციდოზი, კანის და სასუნთქი გზების ინფექციები;
  • მაღალი რედოქს პოტენციალი და ზემოქმედების ფართო სპექტრი;
  • ეფექტურად ებრძვის და მყისიერად ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს;
  • მცირდება სხვადასხვა წამლის გამოყენება;
  • ზრდის გოჭების და მოზრდილი ღორების იმუნიტეტს;
  • ზრდის საჭმლის მომნელებელი სისტემის და სასუნთქი გზების დაავადებისადმი მდგრადობას;
  • სიკვდილიანობის მკვეთრი შემცირება;
  • იმუნიტეტის გაძლიერება;
  • უმჯობესდება საჭმლის შეთვისება და მონელება;
  • მცირე ულუფების ეფექტურად ათვისების ხარჯზე მოხმარებული საკვები რაოდენობის შემცირება;
  • მოკლე დღოში მიიღწევა ცხოველის სასურველი წონა;
  • იმატებს პროდუქტი და უმჯობესდება დედა ღორის რძის რაოდენობა.
ეფექტურობის და სანდოობის შესამოწმებლად ღორების ფერმაში ჩატარდა პროდუქტის ვარგისიანობის კვლევა. გოჭები დაყოფილი იყვნენ ორ ჯგუფად, რომლის ერთ ნაწილს მიეწოდებოდა ,,ელექსირი მეღორეობისთვის" აქტივირებული წყალი, ხოლო მეორეს - ჩვეულებრივი სასმელი წყალი.

ექსპერიმენტის პირობები:
ექსპერიმენტის დაწყებისას ჰაერი გაჯერებული იყო წყლისა და "ელექსირი მეღორეობისთვის" ნარევით (70:30 თანაფარდობით) ნებულაიზერის მეშვეობით (სითხის ულტრაბგერული საფრქვევი). მომდევნო 5 დღის განმავლობაში საღორეს ამუშავებდნენ შემდეგი რეჟიმით: დღეში ერთხელ 30 წუთის განმავლობაში.

კვების რეჟიმი:

საცდელი და საკონტროლო ჯგუფის გოჭები იღებდნენ 15 კგ სოიოს მარცვლის, მინერალური საკვებისა და სხვა მარცვლეულის მზა ნარევს.
N2 ცხრილში მოყვანილია ცხოველებისთვის ორივე ჯგუფისთვის განკუთვნილი დასალევი წყლის ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები და ბაქტერიული დაბინძურების დონეები. ცხრილში ასახულია მაჩვენებლების საშუალო, მაქსიმალურ და მინიმალურ მნიშვნელობები.
N3 ცხრილში ასახულია განსხავებული სასმელი წყლის გავლენა შესასწავლი ჯგუფების ასეთ პარამეტრებზე, როგორებიცაა წონის ნამატი, დანაკარგი და ა.შ.
  1. დასალევ წყლებს შორის ქლორიდების, თავისუფალი ქლორისა და გამტარობის შესამჩნევი განსხვავება ნათელია.
  2. ექსპერიმეტის შედეგად დადგინდა, რომ საცდელი ჯგუფის გოჭების დღიური წონის ნამატი 485 გ-ს შეადგენდა, რაც 17 გრამით მეტია საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.
  3. გოჭების საცდელი ჯგუფის ჯანმრთელობა სწრაფად გაუმჯობესდა, ზარალის მაჩვენებელი განახევრდა და დავიდა 0,9%-მდე.
  4. საცდელი გოჭების ჯგუფში ”ელექსირი მეღორეობისთვის" ვერ შეძლო თავიდანვე ნაწლავის ჩხირით (E.coli) გამოწვეული ჩავარდნის სრულიად აცილება, რაც აიხსნება იმით, რომ ნაწლავის ჩხირით (E.coli) გამოწვეული დიარეისა და სხვა დადაავადებების წყაროს ხშირ შემთხვევაში არა მხოლოდ დაბინძურებული წყალი წარმოადგენს, არამედ საკვების შემადგენლობა და ხარსხი, გარემოს სისუფთავე, მომუშავე პერსონალის ჰიგიენა და ა.შ.
  5. გამოკვლეული ნიმუშებიდან გარკვეული ეჭვი გამოიწვია N7 სინჯმა, თუმცა "ელექსირი მეღორეობისთვის" ზემოქმედების მაღალი ეფექტურობა ნათელია.
  6. აქტივირებული წყლის გამოყენების შემდეგ ბაქტერიული ზრდის დონე დავარდა 0-მდე. მხოლოდ N7 სინჯში, 36 °С-ზე, გაიზარდა ბაქტერიების 2 კოლონია.

ცხრილი N1: სასმელი წყლის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ცხრილი.
ცხრილი N2: ელექტროაქტივირებული წყლის თვისებების გამოკვლევა.
ცხრილი N3: "ელექსირი   მეღორეობისთვის" გამოყენების შემდეგ გოჭების საერთო მახასიათებლების გაუმჯობესება.

შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული წყალი NaCl-0.26 %, HClO-0.045 %, ClO -- 0.005 %.

შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 30 °C-მდე.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).

გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით.

შეუკვეთე ზარი