ჩვენი საწარმოს მორიგი წარმატება! „ელექსირმა“ ხარისხის ნიშნის სერტიფიკატი მოიპოვა

„საქართველოს ხარისხის ასოციაციის“ გადაწყვეტილებით შპს ინო-ლაბს მიენიჭა „ხარისხის ნიშნის“ სერტიფიკატი, რაც ადასტურებს რომ „ელექსირის" ხარისხის მენეჯმენტი და მის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი, სრულად შეესაბამება „ხარისხის ნიშნის" პროგრამით დადგენილ უმაღლეს დონეს.
„საქართველოს ხარისხის ასოციაცია გახლავთ ევროპის ხარისხის ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში და მისი მიზანია დაინტერესებული ორგანიზაციების ყოველდღიურ პროცესებში ჩართვის და მათი ერთობლივი მონაწილეობის მეშვეობით დანერგოს მაღალი ხარისხის სტანდარტები. სწორედ ამ მიზნით შემოწმდა „ელექსირის“  საწარმოში არსებული ხარისხის სტანდარტები, შედეგად კი შპს ინო-ლაბს 2 წლის ვადით მიენიჭა აღნიშნული „ხარისხის ნიშანი“.
"ელექსირის"  დაარსების დღიდან მისი მთავარი მიზანი იყო ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების წარმოება. ავსტრიული ტექნოლოგიის გამოყენებით, შეიქმნა პირველი უნიკალური პროდუქტი, ეკოლოგიურად სუფთა, მაღალტექნოლოგიური, ხსნარი „ელექსირი“, რომელიც გამოიყენება: ადამიანის, ცხოველების, ფრინველების, მცენარეების, ჰიგიენის, სანიტარიზაციის და დეზინფექციისთვის. ის უვნებელია გარემოს, ადამიანის და სხვა არამავნე ცოცხალი ორგანიზმებისათვის.
შეგახნებეთ რომ „ელექსირის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ვებ გვერდიდან ოანლაინ გადახდის მეშვეობით, აგრეთვე ჩვენს საცალო მაღაზიაში, მისამართზე: ქ. თბილისი, მარი ბროსეს #2
14.01.2020