„ელექსირი ზედაპირების დეზინფექციისთვის“ პროდუქტის მიკრობიოლოგიურმა კვლევამ საუკეთესო შედეგები აჩვენა

 
22 ნოემბერს გლობალ ტესტის თანამედროვე ლაბორატორიაში ჩატარდა  „ელექსირი ზედაპირების დეზინფექციისთვის“ პროდუქტზე მიკრობიოლოგიური კვლევა, სადაც გამოკვლეული იქნა სამუშაო ოთახში ჰაერში და ზედაპირებზე არსებული მიკროორგანიზმები, დეზინფექციამდე და დეზინფექციის შემდეგ. 
ზედაპირების დეზინფექციისთვის განკუთვნილმა ელექსირმა ეფექტურად გაანადგურა დეზინფექციამდე არსებული მავნე მიკრო ორგანიზმები და ობის სოკოები. 
კვლევის შდეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ელექსირი ზედაპირების დეზინფექციისთვის“ არის ინოვაციური, ადამიანისთვის უვნებელი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ტოქსიკური ნაერთების წარმოქმნის არიდებით ასუფთავებს და იცავს ზედაპირებს სხვადასხვა სახეობის პათოგენებისგან, კლავს ბაქტერიულ სპორებს და სოკოებს.
ჰაერის და ზედაპირების სინჯებზე ჩატარებული მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგები იხილეთ ბმულზე
22.11.2019