„ინო-ლაბსა" და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.



2019 წლის 8 ნოემბერს ხელი მოეწერა შპს „ინო-ლაბსა“ და აიპ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს, რაც მოიცავს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირებას „ინო-ლაბის“ საწარმოში სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. გარდა ამისა, ორივე მხარე თანახმაა შემუშავდეს სამეცნიორო კუთხით თანამშრომლობის ფორმატიც, სხვადასხვა სახის ლაბორატორიული კვლევების ჩატარება უნივერსიტეტის მიერ „ინო-ლაბის“ პროდუქტებისათვის და ა.შ.
 
შპს „ინო-ლაბი“ არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც აწარმოებს 37-ზე მეტი სახეობის ელექტროაქტივირებულ წყალ „ელექსირს“. ეკოლოგიურად სუფთა, მაღალტექნოლოგიური, ხსნარი „ელექსირი“ ავსტრიელ მეცნიერ ჰერბერტ ვანდლისთან თანამშრომლობით შეიქმნა. გამოიყენება: ადამიანის, ცხოველების, ფრინველების, მცენარეების, ჰიგიენის, სანიტარიზაციის და დეზინფექციისთვის. 
პროდუქცია არ შეიცავს ტოქსიკურ პესტიციდებს, აგროქიმიკატებს, უსაფრთხოა ადამიანისთვის და ცხოველებისთვის, რეკომენდებულია ორგანულ მეურნეობაში ბიო პროდუქტების საწარმოებლად.

საწარმო  მზადაა მიიღოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები, დაემხაროს მათ თეორიის პრაქტიკაში გამყარებით და ხელი შეუწყოს მათ სამომავლო დასაქმებას.
 
ვრცელი ინფორმაციისათვის სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ სასწავლებლის ადმინისტრაციას!
„ინო-ლაბში“ სიხარულით ველით თითოეულ მათგანს!
08.11.2019