ელექსირის მაღაზიის გახსნა - 6 ნოემბერი 2019

 
მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გაიხსნა „ელექსირის“ პროდუქტების მაღაზია მარი ბროსეს 2 ნომერში, სადაც ადგილზე შეგიძლიათ გაეცნოთ თითოეულ პროდუქტს, მიიღოთ კონსულტანტის სრულფასოვანი მომსახურება და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი „ელექსირის“ სახეობა. 

კომპანია „ინო-ლაბი“, საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიით აწარმოებს ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ პროდუქტს - ელექსირს, რომელიც 2017 წლის დეკემბერში დაფუძნდა. საწარმო განთავსებულია შემდეგ მისამართზე: ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა, პავილიონი A2, რომელიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დანადგარებითა და მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით.

ავსტრიელმა მეცნიერმა, პროფესორმა ჰერბერტ ვანდლმა 15 წლიანი მუშაობის შედეგად მიაგნო მავნე ვირუსების, ბაქტერიებისა და უმარტივესების განადგურების ადამიანისთვის უსაფრთხო მეთოდს, რომლის ბაზაზეც ელექსირის ხაზის სხვადასხვა მოდიფიცირებული პროდუქტი შეიქმნა. 

ელექსირის პროდუქციის  5 კატეგორიაში აქვს ხაზი: ადამიანებისთვის, მცენარეებისთვის, ცხოველებისთვის, ჰიგიენისა და დეზინფექციისთვის და ჯამში 36 პროდუქტს აერთიანებს. თითოეულს ქიმიური და ფიზიკური მახასიათებლების განსხვავებული, მიზნის შესაბამისი კონსისტენცია გააჩნია.

ელექსირი არ შეიცავს ტოქსიკურ პესტიციდებს, აგროქიმიკატებს, უსაფრთხოა ადამიანისთვის და ცხოველებისთვის, რეკომენდებულია ორგანულ მეურნეობაში ბიო პროდუქტების საწარმოებლად, ხოლო ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი ბიოენერგეტიკული სასმელი ელექსირი წარმოადგენს  მატონიზირებელ სასმელს კალორიების გარეშე, რომელიც არ შეიცავს შაქარს და კოფეინს.

მაღაზიის მისამართი: მარი ბროსეს 2, ოფისი N7
(+995) 322 033 233
contact@elixir.ge
სამუშო საათები : 08:00-დან - 17: 00-მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

გადახდა შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებითა და პოსტერმინალით.

გვეწვიეთ!
06.11.2019