კახეთის რეგიონში გამართულ ხილის ფესტივალზე მონაწილეობა "ელექსირმაც" მიიღო

17 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყში გამართულ ხილის ფესტივალზე ელექსირის ბიოლოგიურად სუფთა  პროდუქციაც იყო წარმოდგენილი, რომელმაც განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია ფერმერებში.  „ელექსირის“ გამოყენებით ისინი შეძლებენ მნიშვნელოვნად გაზარდონ მათ მიერ მიღებული პროდუქციის ხარისხი და რაოდენობა, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ფერმერების კეთილდღეობაზე და საშუალებას მისცემს მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქტების გამოყენებით განავითარონ ბიზნესი.  
ხილის ფესტივალი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დანიშნულების  ადგილის მართვის ორგანიზაცია „ვიზით კახეთი“-ს მხარდაჭერით ჩატარდა.
ფესტივალის გამართვის მიზანს კახეთის რეგიონში მეხილეობის დარგის პოპულარიზება და ამ მიმართულებით მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
 
alt
19.08.2019
შეუკვეთე ზარი