ჩვენი მაღალტექნოლოგიური სტანდარტების მქონე საწარმოს მორიგი წარმატება!

ელექსირის საწარმო უკვე ოფიციალურად ფლობს ISO 22000-სა და ISO 9001 სერთიფიკატებს მაღალტექნოლოგიური ევროპული სტანდარტების მქონე კომპანია „ინო-ლაბი“ უკვე ოფიციალურად ფლობს ISO 9001:2015 - ხარისხის მართვის და ISO 22000:2005 სურსათის უვნებლობის სისტემების მოთხოვნების შესაბამის სერთიფიკატებს, რაც გულისხმობს, რომ ჩვენი კომპანია, რომელიც ავსტრიელ პარტნიორებთან თანამშრომლობით,  საქართველოში აწარმოებს საუკეთესო ხარისხის და მახასიათებლების ბიო პროდუქტ „ელექსირს“, საერთაშორისო სტანდარტიზაციის მოთხოვნებთან სრულიად შესაბამისობაშია. 
"ISO" სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიზანია ბაზრის შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების შემუშავება. მათი ამოცანაა მხარი დაუჭირონ და უზრუნველყონ ინოვაციური და გლობალური გამოწვევები, როგორც სამეწარმეო დაწესებულებისთვის ასევე მომხმარებლებისთვის. 
„ISO“ როგორც ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული  საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული სერტიფიკატები ადასტურებს, რომ ელექსირის პროდუქციის წარმოება ხდება მსოფლიოში ფართოდ აღიარებულ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მეშვეობით და სრულიად აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის მიმართულებით საერთაშორისო და ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო ნორმებს. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო დონის ხარისხისა და სტანდარტის სერტიფიკატი, რომელიც ISO 22000 და ISO 9001-ს სახელითაა ცნობილი, კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს კომპანიის ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს.
 
29.07.2019
შეუკვეთე ზარი