ელექსირსა და SMSCO-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმის მიზანია, კომპანიების მომხმარებელთა მომსახურება შეღავათიანი პირობებით და ფასებით. კონკრეტულად, „ელექსირის“ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ, სპეციალური 20%-იანი ფასდაკლებით კომპანია „SMSco“-ს მაღალხარისხიანი SMS სერვისით სარგებლობისას (რაც, თავის მხრივ, გულისხმობს საინფორმაციო-მარკეტინგული თუ სხვა შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის სერვისს), ხოლო, კომპანია “SMSco”-ს მომხმარებლები ისარგებლებენ ანალოგიური ფასდაკლებით „ელექსირის“ ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას.
კომპანია „SMSco“ წარმოადგენს მაღალი ხარისხის და თანამედროვე ინფრასტრუქტურის (SMS ცენტრის) მფლობელ სატელეკომუნიკაციო კომპანიას (SMS პროვაიდერს), რომელიც არაერთი წელია უწევს კომპანიებს სრულფასოვან SMS მომსახურებას - კომპანიის საფირმო სახელწოდებით საიფორმაციო და მარკეტინგული შეტყობინებების გაგზავნის მიმართულებით. სერვისის საშუალებით ასევე შესაძლებელია ინტეგრირებული SMS სერვისის დანერგვა, რაც გულისხმობს ავტომატური შეტყობინებების გაგზავნის შესაძლებლობას მომხმარებელთათვის სასურველი ლოგიკის და სპეციფიკაციის მიხედვით.
კომპანია „SMSco”-ს SMS სერვისის სპეციალური პირობებითა და ფასებით სარგებლობის მსურველ პირებს („ელექსირის“ მომხმარებლებს), შეუძლიათ დაუკავშირდნენ შპს „SMSco“-ს ადმინისტრაციას 
ტელეფონი: +995 322 19 40 14
ელ.ფოსტა: info@smsco.ge
ვებ-გვერდი: www.smsco.ge
20.06.2019
შეუკვეთე ზარი