“ელექსირის” პროდუქცია უკვე “სახალხო აფთიაქის” ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ

ელექსირის პროდუქცია უკვე  სახალხო აფთიაქის ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ.

2019 წლის 12 მარტიდან ელექსირის პროდუქციის შეძენა სახალხო აფთიაქის ქსელში შეგიძლიათ.
სახალხო აფთიაქში წარმოდგენილია ელექსირის სანიტარულ, ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებები. 
კომპანია „სახალხო აფთიაქი“ 2004 წელს დაფუძნდა და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: მედიკამენტების, ბიოლოგიურად აქტიური დანამატების, სამედიცინო დანიშნულების და ბავშვის ჰიგიენის საშუალებების საცალო რეალიზაცია, ასევე მედიკამენტების და ბიოლოგიურად აქტიური დანამატების საბითუმო რეალიზაცია/განაწილება ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ფარმაცევტულ ქსელებსა და აფთიაქებზე.
ბაზარზე წარმოდგენილია 43 აფთიაქის სახით და მუშაობს თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

ეკოლოგიურად სუფთა, მაღალტექნოლოგიური, ხსნარი ელექსირი ავსტრიელ მეცნიერ ჰერბერტ ვანდლისთან თანამშრომლობით შეიქმნა. „ელექსირი არის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც გამოიყენება: ადამიანის, ცხოველების, ფრინველების, მცენარეების, ჰიგიენის, სანიტარიზაციის და დეზინფექციისთ ვის. ის უვნებელია გარემოს, ადამიანის და სხვა არამავნე ცოცხალი ორგანიზმებისათვის.
პროდუქცია ავსტრიული "ელექსირის" იდენტურია, აქვს ზუსტად იგივე დანიშნულება, მახასიათებლები, შემადგენლობა, დოზირების და გამოყენების სფერო. იწარმოება ზუსტად იგივე სახის დანადგარით და ტექნოლოგიებით, როგორც ავსტრიაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ
 
 
 
12.03.2019
შეუკვეთე ზარი