ინოლაბის ისტორია

შპს “ინო-ლაბი” 2017 წლის დეკემბერში დაფუძნდა და ’’TS ჰოლდინგის’’ შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ინო-ლაბი" ეს არის ინოვაციების ლაბორატორია, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების წარმოებას.

ავსტრიელ მეცნიერ ჰერბერტ ვანდლისთან თანამშრომლობით, შეიქმნა შპს „ინო-ლაბის“ პირველი უნიკალური პროდუქტი, ეკოლოგიურად სუფთა, მაღალტექნოლოგიური, ხსნარი „ელექსირი“ რომელიც გამოიყენება: ადამიანის, ცხოველების, ფრინველების, მცენარეების, ჰიგიენის, სანიტარიზაციის და დეზინფექციისთვის. ის უვნებელია გარემოს, ადამიანის და სხვა არამავნე ცოცხალი ორგანიზმებისათვის.

პროდუქცია ავსტრიული "ელექსირის" იდენტურია, აქვს ზუსტად იგივე დანიშნულება, მახასიათებლები, შემადგენლობა, დოზირების და გამოყენების სფერო. იწარმოება ზუსტად იგივე სახის დანადგარით და ტექნოლოგიებით, როგორც ავსტრიაში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და მიზნობრივი გამოყენება ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია რომ ფერმერისთვის, ისეთი სახის პროდუქტის შეთავაზება როგორიც „ელექსირია“ მნიშვნელოვნად გაზრდის მათ მიერ მიღებული პროდუქციის ხარისხსა და რაოდენობას რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ფერმერების კეთილდღეობაზე და საშუალებას მისცემს მათ მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქტების გამოყენებით განავითარონ ბიზნესი.

შეუკვეთე ზარი