ჩვენ შესახებ

შპს ინო-ლაბი დაფუძნდა 2017 წლის დეკემბერში   და ’’TS ჰოლდინგის’’ შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ინო-ლაბი" ეს არის ინოვაციების ლაბორატორია, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების წარმოებას.

ავსტრიელ მეცნიერ ჰერბერტ ვანდლისთან თანამშრომლობით, შეიქმნა შპს ინო-ლაბის პირველი უნიკალური პროდუქტი, ეკოლოგიურად სუფთა, მაღალტექნოლოგიური, ხსნარი ელექსირი რომელიც გამოიყენება: ადამიანის, ცხოველების, ფრინველების, მცენარეების, ჰიგიენის, სანიტარიზაციის და დეზინფექციისთვის. ის უვნებელია გარემოს, ადამიანის და სხვა არამავნე ცოცხალი ორგანიზმებისათვის.

პროდუქცია ავსტრიული "ელექსირის" იდენტურია, აქვს ზუსტად იგივე დანიშნულება, მახასიათებლები, შემადგენლობა, დოზირების და გამოყენების სფერო. იწარმოება ზუსტად იგივე სახის დანადგარით და ტექნოლოგიებით, როგორც ავსტრიაში.


ელექსირის პროდუქცია აგროსექტორისთვის არის ცხოველების და მცენარეების ჯანსაღი და პროდუქტიული განვითარების დამხმარე საშუალება, ხოლო ელექსირის სადეზინფექციო საშუალებები იდეალურია სანიტარ-ჰიგიენური მიზნებისთვის მრეწველობაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. „ელექსირის კონცენტრატები მზადდება ელექტროაქტივირებული წყლის, ქვექლოროვანი მჟავის (HCIO), ნატრიუმის ჰიპოქლორიტის (NaClO) და ზოგიერთ სახეობაში ცეოლით-კლინოპთილოლითის საფუძველზე. „ელექსირის პროდუქცია არ შეიცავს ტოქსიკურ პესტიციდებს, აგროქიმიკატებს, უსაფრთხოა ადამიანისთვის და ცხოველებისთვის, რეკომენდებულია ორგანულ მეურნეობაში ბიო პროდუქტების საწარმოებლად

საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და მიზნობრივი გამოყენება ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია რომ ფერმერისთვის, ისეთი სახის პროდუქტის შეთავაზება როგორიც ელექსირია მნიშვნელოვნად გაზრდის მათ მიერ მიღებული პროდუქციის ხარისხსა და რაოდენობას რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ფერმერების კეთილდღეობაზე და საშუალებას მისცემს მათ მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქტების გამოყენებით განავითარონ ბიზნესი.


alt

შეუკვეთე ზარი