ჩვენ შესახებ

შპს “ინო-ლაბი” დაფუძნდა 2017 წლის დეკემბერში და წარმოადგენს TS ჰოლდინგის შვილობილ კომპანიას. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ევროპული ტექნოლოგიით წარმოებული, ინოვაციური, ადამიანებისთვის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა ხსნარის „წყალი სიცოცხლისთვის - ელექსირის“ ჩამოსხმა. „ელექსირის“ დამზადება წარმოებს ჩვენ ავსტრიელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ანალოგიური სახის პროდუქცია იწარმოება ავსტრიაში, აპრობირებულია და გამოიყენება ავსტრიაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენი პროდუქცია არის იდენტური, აქვს ზუსტად იგივე დანიშნულება, მახასიათებლები, შემადგენლობა, დოზირების და გამოყენების სფერო და იწარმოება ზუსტად იგივე სახის დანადგარით და ტექნოლოგიებით, როგორც ავსტრიაში წარმოებული პროდუქცია. ქართული წარმოების ხსნარი „ელექსირის“ დამამზადებელი დანადგარი, საქართველოში დამონტაჟებულია, დაკალიბრებულია და გატესტილია ჩვენი ავსტრიელი პარტნიორების მიერ და მისი მოდიფიცირება ადგილობრივად ავსტრიული მხარის ჩარევის გარეშე შეუძლებელია.
ჩვენი პროდუქტი არის ელექტროაქტივირებული წყლის, ნატრიუმის ქლორიდის (0,26%), ქვექლოროვანი მჟავის (HCIO) + ჰიპერქლორიტის იონის (OCI-) (0,05%) და ზოგიერთ სახეობაში ცეოლითი - კლინოპთიოლითის (0.01%) თხევადი ნარევი. „ელექსირი“ არ შეიცავს პესტიციდებს და აგროქიმიკატებს და გამოიყენება როგორც მცენარეების და ცხოველების დამხმარე საშუალება ბიო პროდუქტების წარმოებისთვის.


შეუკვეთე ზარი