დეზობარიერებისთვის (1 ლიტრი)
კოდი : 4860114170558
ფასი : 10 ლარი
აღწერა
სადეზინფექციო საშუალება სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფისთვის.

„ელექსირი დეზობარიერებისთვის“
  არის ინოვაციური, ადამიანისთვის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. დამზადებულია საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით. ჰიპოქლორიტების, ოზონის, UV-სინათლისა და სხვა სადეზინფექციო საშუალებების ეფექტური ჩამნაცვლებელი. შემავალი კომპონენტების მაღალი ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი და დამჟანგველი თვისებები უზრუნველყოფენ ჰიგიენის მაღალი ხარისხის  ეფექტურად ებრძვის და შლის ბაქტერიულ აპკებს.
 



შედეგიანობა:
 
• ყოველდღიური დეზინფექცია რეზისტენტული პათოგენების გაჩენის გარეშე;
• ახასიათებს ფართო მოქმედების სპექტრი ბაქტერიებსა და მათი სპორების, სოკოების ვირუსების და უმარტივესების წინააღმდეგ;
• მძლავრი სპორაციდული საშუალება სხვა სადეზინფექციო საშუალებებთან შედარებით (Giardia (ლამბლია), Cryptosporidium);
 
 
შემადგენლობა: გამჭვირვალე, უფერო სითხე ქლორის მსუბუქი სუნით. წყალხსნარი შეიცავს: NaClO ≈ 0.18 % , HClO ≈ 0.11%.
 
გამოყენების წესი: კონცენტრატი თანაბრად გადაანაწილეთ დეზობარიერის  ზედაპირზე. ზედაპირიდან სითხის ამოშრობის შემთხვევაში პროცედურა კვლავ გაიმეორეთ. 
 
პერსონალური უსაფრთხოება: არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სასუნთქი გზების, ხელების, თვალების და სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.
 
პირველადი დახმარება: კანზე მოხვედრისას, ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით. პირის ღრუში მოხვედრისას, რამდენჯერმე გამოივლეთ დიდი რაოდენობის სასმელი წყალი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
 
შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
 
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 30 °C-მდე.
 
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი 
 
გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით