ბოსტნეულისთვის (1 ლიტრი)
კოდი : 4860114170039
ფასი : 34 ლარი
აღწერა

ბოსტნეული კულტურების ზრდა-განვითარების და გაჯანსაღების დამხმარე საშუალება.

„ელექსირი ბოსტნეულისთვის" არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიით. გამოიყენება მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენციისთვის. 
 
შედეგიანობა:
• ეკოლოგიურად სუფთა მავნე ზემოქმედებისგან თავისუფალი ბიო პროდუქტის მიღება;
• მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა;
• მაღალი დამჟანგველი თვისებების გამო ეფექტურად ებრძვის და მყისიერად ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს;
• ებრძვის სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარებას;
• აფრთხობს და განდევნის მავნე მწერებს;
• „ელექსირის“ მოხვედრა მცენარეზე იწვევს მის უმალვე შეთვისებას და წარმოქმნის დამცავ საფარს;
• ხდება სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება / ჩანაცვლება;
• ხელს უწყობს ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას;
• ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი;
• აძლიერებს იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.
 
გამოიყენება ისეთი სოკოვანი, ბაქტერიული დაავადებების წიააღმდეგ, როგორებიცაა:
• ნაცარი
• კიტრის ჭრაქი (პერენესპოროზი)
• ანტრაქნოზი
• პომიდვრის ფოთლების მურა ლაქიანობა (კლადოსპოროზი)
• პომიდვრის ფიტოფტოროზი
 
გამოყენება და დოზირება:
ყვავილობამდე: 1 ლიტრი კონცენტრატი ზავდება 120 ლიტრ წყალში - 0.2 ჰაზე
ყვავილობიდან: 2 ლიტრი კონცენტრატი ზავდება 120 ლიტრ წყალში - 0.2 ჰაზე 
წვიმის შემდეგ/დაავადების სიმპტომების გამოვლენისას გამოიყენეთ 3 დღეში ერთხელ.
8-10 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)
 
პერსონალური უსაფრთხოება: გამოყენებისას არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.
კონცენტრატთან მუშაობისას რეკომენდებულია პირბადის გამოყენება. ინდივიდუალურად გამოვლენილი უკუჩვენებისას მიმართეთ ექიმს.
შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული წყალი, NаOCl - 0.25% , HClO+OCl-- 0.05%, ცეოლითი - 0.05%
შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას + 4 °C-დან + 30 ° C-მდე.

ვარგისიანობის ვადა:
 2 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).

გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურავით.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ წვიმის წინ ან ყინვის დროს!