სიმინდის და თავთავიანი მარცვლეული კულტურებისთვის (1 ლიტრი)
კოდი : 4860114170251
ფასი : 34 ლარი
აღწერა
სიმინდის და თავთავიანი მარცვლეული კულტურების ზრდის და გაჯანსაღების დამხმარე საშუალება
 
„ელექსირი სიმინდის და თავთავიანი მარცვლეული კულტურებისთვის" არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიით. გამოიყენება მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენციისთვის
 
 
 
 
შედეგიანობა:
• ეკოლოგიურად სუფთა მავნე ზემოქმედებისგან თავისუფალი ბიო პროდუქტის მიღება;
• მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა;
• მაღალი დამჟანგველი თვისებების გამო ეფექტურად ებრძვის და მყისიერად ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს;
• ხელს უშლის სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარებას;
• აფრთხობს და განდევნის მავნე მწერებს;
• „ელექსირის“ მოხვედრა მცენარეზე იწვევს მის უმალვე შეთვისებას და წარმოქმნის დამცავ საფარს;
• ხდება სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება / ჩანაცვლება;
• ხელს უწყობს ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას;
• ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი;
• აძლიერებს იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.
 
 
გამოიყენება შემდეგი მარცვლეული კულტურების დაავადებების წინააღმდეგ:
• ხორბლის ხაზა ჟანგა, ხორბლოვანთა ღეროს ჟანგა - Puccinia graminis
• ცერკოსპოროზი - Pseudocercosporella herpotrichoides
 
გამოყენება და დოზირება: 
ონკანის ან ჭის წყალში განზავებული კონცეტრატით, ფოთლოვანი გამოკვებით (ფოთლებზე შესხურებით) შეწამვლა საშუალოდ 3-ჯერ ვეგეტაციის ძირითადი პერიოდების მიხედვით: 
- თავთავიანი მარცვლეული კულტურები (ბარტყობა, განმეორებითი შეწამვლა 8-12 დღეში, თავთავის გაკეთება)
- სიმინდი (2-6 ფოთლის ფაზა, ქოჩოჩის გაკეთება, მარცვლის ჩამოყალიბება)
 დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში - 3 დღეში ერთხელ.
 
1 ჰა-ზე: ყვავილობამდე - 5 ლიტრი კონცენტრატი "ელექსირი მარცვლეულისთვის" ზავდება 600 ლიტრ წყალში. ყვავილობის შემდგომ - 10 ლიტრი კონცენტრატი "ელექსირი მარცვლეულისთვის" ზავდება 600 ლიტრ წყალში.
დასაშვებია გამოსაყენებელი ხსნარის რაოდენობის გაზრდა შესაბამისი კონცენტრაციის შენარჩუნებით.

შეზღუდვა:  წვიმის ან ყინვების წინ ხსნარის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
განზავებისას არ არის თავსებადი სხვა ნივთიერებებთან.
 
შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული წყალი NaCl - 0.26 %, HClO - 0.045 %, ClO - - 0.005 %, ცეოლითი - 0,07 %.
პერსონალური უსაფრთხოება: გამოყენებისას არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.
კონცენტრატთან მუშაობისას რეკომენდებულია პირბადის გამოყენება. ინდივიდუალურად გამოვლენილი უკუჩვენებისას მიმართეთ ექიმს.
 
შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას  + 4 °C-დან  + 30 ° C-მდე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).
 
გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურავით.
 
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ წვიმის წინ ან ყინვის დროს!